x
image
თამილა გურაშვილი
აკაკი ჯორჯაძე: ეკუმენიზმის დანერგვა მხეცისა და სატანის ოინებია
image
''ამ ბოლო დროს ხმარებაში შემოვიდა სიტყვა ეკუმენიზმი, რაც მსოფლიო ერთი რელიგიის შექმნას გულისხმობს. ამ ცნობიერების დანერგვა მხეცისა და სატანის ოინებია, - ღმერთს ასეთი რამის შექმნა არავისთვის დაუვალებია.
ვისაც ეს არ სჯერა, მას არც ბიბლია წაუკითხავს, არც მასში გადმოცემულ აზრებში გარკვეულა.
ბიბლიაში გამოკვეთილად გამოყოფილია მამის (ღმერთის) ტახტის ირგვლივ მჯდომი ოთხი (4!) ცხოველი, რაც ოთხი რელიგიური მიმდინარეობის არსებობის აუცილებლობას განსაზღვრავს.
ეს არა მარტო ცარიელი სიტყვებია, არამედ სულში არსებობს ოთხი ერთმანეთისგან რაღაცით განსხვავებული ენერგეტიკული სუბსტანცია, რომელთაგან ერთი “მსგავსია არწივისა“ მეორე “ლომისა“ მესამე “კაცის სახისა“ და მეოთხე “კუროსი“!
1.სათანადოდ, არწივი არის: ქრისტიანობა(თავისი ორი ძირითადი “ფრთით“!)
2.ლომი - მუსულმანობა,
3.კაცის სახე - ბუდიზმი,
4.კურო - იუდაიზმი - წარმართული მხარის ჩათვლით.
- ანუ, ვინც ერთი საერთო რელიგიის, რელიგიური მიმდინარეობის შექმნა - ჩამოყალიბებას ქადაგებს, იგი მხეცის და სატანის ნებას აღასრულებს.
ამის თქმა კი იმიტომ გვჭირდება, რომ უკეთ შევიცნოთ მეორედ მოსვლის ჭეშმარიტება, მისი ღვთაებრივი დანიშნულება. ის სხვა საკითხია, “ამ ენით“ ექადაგოსო ყველას, რაც იმას ნიშნავს, რომ ქართული სააზროვნო-სამეტყველო ენით უნდა აიხსნას - გაიხსნას დღემდე დაფარული ყველა ღვთაებრივი საიდუმლო;
გაიხსნას დღემდე აზროვნებისთვის დაფარული დადებითი ენერგიის წარმოქმნის წყარო, რაც სძლევს უარყოფით სულიერ ენერგიას.
- ამ მიზნით გვიხდება ბიბლიის “ახალი ენით“ წაკითხვა, რასაც, ჩვენი ნების მიუხედავად, თან სდევს დადებითი სულიერი ენერგიების შობა, წარმოქმნა.''- აკაკი ჯორჯაძე
0
151
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
151
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0