x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"კაცი, რომელიც საბჭოთა იმპერიას შეება და დაამარცხა"
image

100 წლის წინ, 1924 წლის 31 იანვარს დაიბარა ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი ქართველი კინორეჟისორი, საქართველოს სახალხო არტისტი, თენგიზ აბულაძე, რომლის ფილმებიც მრავალი საერთაშორისო კინოფესტივალების გამარჯვებულები გახდნენ.


გთავაზობთ რეჟისორ ნანა ჯანელიძის მოგონებებს დიდ რეჟისორზე, რომელიც არის ავტორი წიგნისა " „თენგიზ აბულაძე, ანარეკლები“, სადაც თავმოყრილია სხვადასხვა ადამიანთა მოგონებები და კიდევ უნიკალური ფოტომასალა:



“თენგიზ აბულაძეს სულ 7 ფილმი აქვს გადაღებული. ყველაზე დიდი აღიარება „მონანიებამ“ მოუტანა, თუმცა თვითონ ყველაზე მეტად „ვედრება“ უყვარდა. ტრილოგიის გარდა – “ვედრება”, “ნატვრის ხე”, “მონანიება” – არცერთი თავისი ფილმი არ მოსწონდა, ეს ფილმები კი იყო: “მაგდანას ლურჯა”, “სხვისი შვილები”, “მე ბებია, ილიკო და ილარიონი”, “ყელსაბამი ჩემი სატრფოსთვის”…




ბოლოს, მძიმე ავადმყოფობის მიუხედავად, სჯეროდა რომ ფილმის გადაღებას კიდევ შეძლებდა. ამბობდა – რაც გადავიღე არაფრად ვარგა, უნდა გადავიღო რაღაც სრულიად ახალი, ფორმითაც და სტილითაც.


ერთხელ მის ოთახში შევიხედე, რაღაცას წერდა. ვკითხე: – ბატონო თენგიზ, სცენარის წერა დაიწყეთ? – შეცბუნებულმა გამომიწოდა ფურცელი, რომელიც ერთადერთი ფრაზით იყო გადავსებული: ვინ ვართ? საიდან მოვდივართ? საით მივემართებით?


უკანასკნელ გზაზე გაცილებისას, რეზო ჩხეიძემ იგი პატარა მწყემსს, დავითს შეადარა, რომელიც გოლიათს – საბჭოთა იმპერიას შეება და დაამარცხა.”




"მე ოცი წელი გა­ვა­ტა­რე თენ­გიზ აბუ­ლა­ძის გვერ­დით - ჯერ მისი სტუ­დენ­ტი ვი­ყა­ვი, შემ­დეგ ოჯა­ხის წევ­რი გავ­ხდი, "მო­ნა­ნი­ე­ბის" გა­და­ღე­ბის დროს თა­ნა­მო­აზ­რე და კო­ლე­გა. ამის მი­უ­ხე­და­ვად მი­ჭირს რამე გა­მორ­ჩე­უ­ლი ვთქვა მას­ზე, რად­გან სი­ცო­ცხლე მთლი­ა­ნად კი­ნოს მი­უ­ძღვნა. აბუ­ლა­ძის შე­მოქ­მე­დე­ბა უფრო სა­ინ­ტე­რე­სოა, ვიდ­რე ყო­ფი­თი ცხოვ­რე­ბა. მან მხო­ლოდ შვი­დი ფილ­მი გა­და­ი­ღო, მათ­ში არც ერთი არ ყო­ფი­ლა შემ­თხვე­ვი­თი. ყო­ვე­ლი ფილ­მი, ყო­ვე­ლი კად­რი, ყო­ვე­ლი ნა­ბი­ჯი მისი ცხოვ­რე­ბი­სა ღრმად იყო გა­აზ­რე­ბუ­ლი.


...."ნატ­ვრის ხის" შემ­დეგ აბუ­ლა­ძე მძი­მე ავ­ტო­ა­ვა­რი­ა­ში მოხ­ვდა, მძღო­ლი ად­გილ­ზე და­ი­ღუ­პა, ბა­ტო­ნი თენ­გი­ზი სას­წა­უ­ლებ­რი­ვად გა­დარ­ჩა. მას გა­უჩ­ნდა რწმე­ნა, რომ ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რამ უნდა შექ­მნას. ერთხელ თენ­გიზ აბუ­ლა­ძეს ქუ­ჩა­ში აკა­კი ბაქ­რა­ძე შეხ­ვდა. თენ­გიზ­მა უთხრა, რომ სცე­ნარს ეძებს ახა­ლი ფილ­მის­თვის. აკა­კი ბაქ­რა­ძემ გა­იხ­სე­ნა ამ­ბა­ვი, რო­მე­ლიც და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში მოხ­და: ვი­ღა­ცამ წარ­სუ­ლი ცოდ­ვე­ბის­თვის მიც­ვა­ლე­ბუ­ლი საფ­ლა­ვი­დან ამო­თხა­რა და ჭი­რი­სუ­ფალს მი­უ­ყუ­და ჭიშ­კარ­თან. ისიც და­უ­მა­ტა, რომ ამ თე­მა­ზე მწე­რა­ლი ნო­დარ წუ­ლე­ის­კი­რი მუ­შა­ობ­და. 1937 წელს მა­ღალ­ჩი­ნო­სან ჩე­კისტს ბუ­ღალ­ტრის ლა­მა­ზი ცოლი მო­ე­წო­ნა. ჩე­კის­ტმა ბუ­ღალ­ტე­რი გუ­ლაგ­ში გა­უშ­ვა, ცოლი კი საყ­ვარ­ლად გა­ი­ხა­და. ქალ­მა თავი ჩა­მო­იხ­რჩო... გა­ვი­და წლე­ბი, ჩე­კის­ტი გარ­და­იც­ვა­ლა და შუ­რის­ძი­ე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლი გახ­და. მა­შინ მსხვერ­პლის ვაჟ­მა სა­ზა­რე­ლი სას­ჯე­ლი მო­ი­ფიქ­რა - მიც­ვა­ლე­ბუ­ლი ამო­თხა­რა და პატ­რონს სახ­ლთან მი­უგ­დო. ეს ზუს­ტად ის იყო, რა­საც აბუ­ლა­ძე ეძებ­და. ეს ფა­ბუ­ლა იქცა მო­მა­ვა­ლი ფილ­მის კვან­ძად, სცე­ნარს "აფ­თა­რი" და­ერ­ქვა. ამ სი­უ­ჟეტ­ში წარ­სუ­ლი აწ­მყოს დრა­მა­ტურ­გი­უ­ლად უკავ­შირ­დე­ბო­და"...

0
348
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
348
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0