x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
რატომ ჩამარხეს სფინქსი?

სფინქსი, ათასობით წელის მანძილზე, ქვიშაში იყო ჩამარხული. ის ნაწილობრივ 1817 წელს ამოთხარეს, ხოლო მთლიანად, 1945 წელს. რატომ ჩამარხეს? იმის დაშვება, რომ 20 მ. სიმაღლის და 70 მ. სიგრძის კონსტრუქცია, უბრალოდ ქვიშით დაიფარა, — გიზის დიდი პირამიდების ქვიშით დაფარვის დაშვებასაც ნიშნავს. ყოველ შემთხვევაში, ფუძე მაინც უნდა დაფარულიყო. თუმცა, ასე არ მომხდარა...


image


სფინქსი — საიდუმლოებით მოცული იდუმალი ქანდაკებაა და ჩვენ, არა მხოლოდ არ ვიცით, ვინ შექმნა ის, არამედ იმის დადგენაც რთულია, თუ როდის უნდა მომხდარიყო ეს. თუმცა, ძეგლის შექმნის თარიღთან დაკავშირებით, გარკვეული მოსაზრება არსებობს.*
როგორც ცნობილია, სფინქსის ქანდაკების სხეულზე ეროზიის კვალია. ამასთან, ქვედა ნაწილში, ის უფრო ძლიერ არის გამოხატული, ვიდრე ზევით. ზოგადად მიღებული სამეცნიერო მოსაზრების მიხედვით, ეს გამოფიტვის შედეგია — ქარი, ქვიშის სახით, აბრაზიულ მასალებს ამოძრავებს, რომელიც ქანდაკებას ეხეთქება და დროთა განმავლობაში, მონოლითური კირქვის კლდე, საიდანაც ქანდაკება იყო გამოკვეთილი, იშლება.

ზოგიერთი მეცნიერი კი, მათ შორის შერიფ ელ-მორსი, რომელიც გიზის პლატოზე 20 წელზე მეტ ხანს მუშაობდა, ამტკიცებს, რომ სფინქსზე ეროზიის კვალი, ქარმა კი არა, წყალმა დატოვა.


image


ამ ფოტოზე კარგად ჩანს, რომ ეროზიის ხაზები მკვეთრად ვერტიკალური მიმართულების არის. ისეთი შეგრძნება ჩნდება, თითქოს საუკუნეების მანძილზე, ქანდაკებიდან ნაკადულები მოედინებოდა. ეს მოსაზრება თუ სიმართლეს შეეფერება, მაშინ გამოდის, რომ სფინქსი უფრო ძველია, ვიდრე ოფიციალური მეცნიერების მიერ, დადგენილი მისი ასაკია, რადგან საჰარის უდაბნოში, რომლისგან ცოტა დაშორებით, გიზის პლატო მდებარეობს, ძლიერი წვიმა, ათასწლეულის მანძილზე არ ყოფილა.

კიდევ ერთი საინტერესო მომენტი, რომელსაც ყურადღება უნდა მივაქციოთ — ეს სფინქსის სხეულსა და თავს შორის, პროპორციების აშკარა დარღვევა არის და კიდევ განზრახ დაზიანება. რატომ არის ასე? თუ თქვენ ჯერ კიდევ ფიქრობთ, რომ სფინქსის ცხვირი ნაპოლეონის მეომრებმა დაუზიანეს, უნდა შეგახსენოთ, რომ ქანდაკება, პლატოზე ბრძოლების დროს, ჯერ კიდევ ქვიშაში იყო ჩამარხული.

ასე რომ, თუ ვივარაუდებთ, რომ ეგვიპტელებმა პირამიდები კი არ ააშენეს, არამედ, უბრალოდ, საკუთარი საჭიროებისთვის, მისი მოხმარება დაიწყეს, შეგვიძლია ისიც დავუშვათ, რომ სფინქსის ამჟამინდელი სახეც მათ გადააკეთეს და სავარაუდოდ, არაერთხელ.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მეცნიერულ საზოგადოებაში გავრცელებული აზრის თანახმად, სფინქსი — ყველაზე ძველი ნაგებობაა გიზის პლატოზე. დიდი პირამიდები კი, გაცილებით გვიან ააგეს...


image


ახლა კი, რაც შეეხება, სფინქსის ქვიშაში ჩამარხვის ფაქტს. ერთი ვერსიით, ეს ძველმა ეგვიპტელებმა გააკეთეს, რადგან როგორც ამბობენ, პირამიდების ქვეშ უზარმაზარი მიწისქვეშა ქალაქია, «ქუჩებით», «მოედნებით» და მაღაროებით... და ეს ყველაფერი მრავალ კვადრატულ კილომეტრზე გადაჭიმული. სავარაუდოდ, სწორედ იმ ქალაქშია შეგროვილი ყველაფერი, რაც დედამიწაზე საშინელი კატასტროფის — წარღვნის შემდეგ გადარჩა: პრეისტორიული რეაქტიული თვითმფრინავის ნახაზები, სამკურნალო კრისტალები, რომელსაც ყველა დაავადების განკურნება შეუძლია და წიგნები, რომლებიც 12 ათასი წლის წინ მომხდარ ისტორიაზე მოგვითხრობენ.

გადმოცემით, ქალაქში შესასვლელი სფინქსის თავში იყო... და სწორედ ამის დამალვა უნდოდათ ძველ ეგვიპტელებს. ამიტომ, ადგნენ და სფინქსი დამარხეს. რაც შეეხება თანამედროვე კვლევას, ამის გაკეთება არც დღეს არის შესაძლებელი, რადგან ეგვიპტის დღევანდელი ხელისუფლება, ისევე ცდილობს სფინქსის საიდუმლოს დამალვას, როგორც ამას ფარაონები აკეთებდნენ, რადგან არც მას აწყობთ იმის გახმაურება, რომ სფინქსი და პირამიდები მათი ცივილიზაციის ნაწილი არ არის... ამიტომ, ქალაქში შესასვლელი ჩასასვლელი გვირაბი, რომელიც სფინქსის თავიდან იწყებოდა, ბეტონით ამოავსეს. ოფიციალური ვერსიით, ასეთი გადაწყვეტილების მიზეზი, გრუნტის წყლები იყო, რომელიც, თითქოსდა, ქანდაკების სიღრმიდან ამოდიოდა და ძეგლს აზიანებდა.


* ეგვიპტელები კი თვლიან, რომ მათი ქვეყნის პირველი მმართველები ღმერთები იყვნენ და მათი ისტორია, დაახლოებით, 40 წლის წინ იწყება. ხოლო ადამიანები, ეგვიპტეს უკანასკნელ 10 ათასი წლის მანძილზე მართავენ. გაგრძელება >>>


image

არხის სხვა სიახლეები:


* ტყე თვითმკვლელობისთვის და სხვა იაპონური უცნაურობა, რაც ჩვენთვის გაუგებარია

* 7 ფაქტი ძველი რომის შესახებ, რასაც სკოლაში არ ასწავლიან

* კილიან მერფი – ყველაზე მოკრძალებული ოსკაროსანი მსახიობი

* რა საფრთხე გელით თუ საკმარისად არ გძინავთ?



0
380
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
380
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0