x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
რატომ არ აღიარა ალენ დელონმა თავისი უფროსი ვაჟი?

ცნობილი მსახიობი უკვე 87 წლისაა და ბოლო წლებში, საზოგადოების წინაშე, იშვიათად ჩნდება. მაგრამ, მთელ მსოფლიოს ახსოვს, თუ როგორ იპყრობდა დელონი თაყვანისმცემლების გულებს... ახლაც კი, ასაკის მიუხედავად, ის ერთ-ერთ, ყველაზე მიმზიდველ მამაკაცად ითვლება.


image


ალენ დელონის ფილმოგრაფიაში 179 კინოროლია. გარდა ამის, ის თეატრშიც თამაშობდა, იყო პროდიუსერი, რეჟისორი და სცენარებსაც კი წერდა. ერთი სიტყვით, წარმოუდგენლად პოპულარული იყო, ხოლო მომხიბლავი გარეგნობა მას, ცნობილ ლამაზმანებთან რომანტიკული ურთიერთობის საშუალებას აძლევდა. შედეგად მსახიობს, 3 პარტნიორი ქალბატონთან, 4 შვილი შეეძინა, რომელთაგან ვარსკვლავი მამის მიერ, უფროსი ვაჟი აღიარებული არ ყოფილა.

კრისტინა პაფგენი, რომელიც უფრო მეტად, ნიკოს სახელით იყო ცნობილი, გერმანული ჯგუფის – Velvet Underground–ის წევრი იყო. მან ალენ დელონი კრიმინალური დრამის «კაშკაშა მზე»–ს გადაღების დროს გაიცნო და რა თქმა უნდა, მომხიბვლელი მამაკაცი თავდავიწყებით შეუყვარდა და მასზე გათხოვებაზე დაიწყო ოცნება.

კრისტინა დარწმუნებული იყო, რომ ეს გრძნობა ორმხრივი იყო და დაფეხმძიმდა. მისთვის სასიხარულო ამბავი, მან მსახიობს გაუზიარა. თუმცა, როდესაც დელონმა შეიტყო, შესაძლო მამობის შესახებ, მეგობარ გოგონასთან ურთიერთობა გაწყვიტა... მაშინ მსახიობის გული რომი შნაიდერს ეკუთვნოდა, ხოლო მომღერლით «უბრალო» გატაცება, ყველაფერს ართულებდა.

როდესაც კრისტიან არონი, – არი, როგორც მას დედა ეძახდა, დაიბადა, კრისტინა ისევ შეეცადა ალენთან დაკავშირებას. მაგრამ საპასუხოდ, მხოლოდ თავის დანებების მოთხოვნა მიიღო. მიუხედავად იმისა, რომ ბიჭი მამას ჰგავდა, დელონი ირწმუნება, რომ მათ საერთო არაფერი ჰქონდათ. მან უარი თქვა გენეტიკურ გამოკვლევაზეც, რომელსაც სიტუაციის გარკვევა შეეძლო.

ამის მიუხედავად, როდესაც ნიკოს კარიერასთან დაკავშირებით, სირთულე შეექმნა, პატარა არიზე ზრუნვა, საკუთარ თავზე, ალენ დელონის დედამ და მამინაცვალმა აიღო. მათ ბავშვი იშვილეს და გვარიც კი მისცეს. ასე გახდა არი ბულონი, ალენ დელონის "ნახევარძმა".

არონი წლების მანძილზე ცდილობდა, მამის აღიარების მოპოვებას. მაგრამ, დროთა განმავლობაში, მისით იმედგაცრუებული დარჩა და ისევ დედის გვარზე გადავიდა. მისი თქმით, გარდამტეხი მომენტი, დელონის მიერ, დედის მისამართით, გაკეთებული უსიამოვნო კომენტარი იყო.

არის დედა კინოკარიერის დაწყებაში დაეხმარა და მან რამდენიმე ფილმშიც ითამაშა. მაგრამ შემდეგ, ფოტოგრაფიით დაინტერესდა და სამსახიობო კარიერა შეწყვიტა. არის 2 შვილი ჰყავდა და ყველანაირად ცდილობდა, რომ მათთვის მაქსიმალური სიყვარული მიეცა. ალენ დელონის არ აღიარებულმა შვილმა, ერთ–ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ მის შვილებს, თავი არასასურველად არასოდეს ეგრძნოთ, როგორც ამას ბავშვობაში თავად გრძნობდა.

არონი გასულ წელს, ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა.


image

სხვა სიახლეები:


* ნაკლებად ცნობილი და საინტერესო ფაქტები ადამიანის სხეულის შესახებ

* კრიმინალური გამოცანები (პასუხები აქვს)

10 "იდეალური" მკვლელობა, რომელიც ჯერ კიდევ გაუხსნელია

* ოსტეოპოროზის ნიშნები და მასთან ბრძოლის ეფექტური გზები



0
363
შეფასება არ არის
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
363
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0