კინო „მე შემიყვარდი ფილმის გადაღების დროს, შენ“? - 44 წლის შემდეგ ბურნუთა მაყვალას სიყვარულში გამოუტყდა 30 იანვარი, 18:05
"მე ყველა პარტნიორი ქალი მიყვარდებოდა, სიყვარულის თამაში კი არ ვიცოდი, რეალურად მიყვარდებოდნენ პერსონაჟები, ოღონდ ზნეობის და მორალის ფარგლებში“ – ამის შესახებ ყველასთვის საყვარელმა მსახიობმა ვახტანგ ფანჩულიძემ, იგივე ბურნუთამ „სიცრუის დეტექტორში“ ისაუბრა.
მისი თქმით, სხვანაირად კარგად თამაში არ გამოვა, თუ პარტნიორის დანახვისას გული არ გეკუმშება. ბურნუთამ ფილმიდან „სიყვარული ყველას უნდა“ მის პარტნიორს, დარეჯან ხაჩიძეს კითხვით მიმართა. „მე შემიყვარდი ფილმის გადაღების დროს და მაინტერესებს შენ თუ გქონდა მსგავსი გრძნობა? – მისი თქმით, ეს კითხვა დარეჯანისთვის არასდროს დაუსვამს. წამყვანი, გიორგი გასვიანი ბურნუთას დაჰპირდა, რომ როდესაც დარეჯან ხარჩილაძე (მაყვალა) იქნებოდა მისი სტუმარი, ამ კითხვას აუცილებლად დაუსვამდა. შეგახსენებთ, გიორგი შენგელაიას ქართული კინოკომედია "სიყვარული ყველას უნდა" 1980 წელს გამოვიდა კინოეკრანებზე, სადაც გიორგი ფანჩულიძე მთავარ როლს ასრულებდა დარეჯან ხაჩიძესთან ერთად.ეს იყო მსახიობის რიგით მეოთხე როლი კინომატოგრაფიაში, რომელმაც ყველაზე დიდი წარმატება მოუტანა.მისი დებიუტი შედგა ფილმში "ერთი ნახვით შეყვარება" 1975 წელს.მიუხედავად იმისა, რომ ფანჩულიძეს არ აქვს გავლილი სამსახიობო სკოლა, მან მთლიანად 10-ზე მეტ ფილმში ითამაშა, უკანასკნელი აღმოჩნდა 1991 წლის ფილმი "კედელი". რაც შეეხება დარეჯან ხაჩიძეს, მიუხედავად იმისა, რომ მსახიობს უკვე ჰქონდა თეატრალური გამოცდილება, ეს იყო მისი დებიუტი კინოში."სიყვარული ყველას უნდას" შემდეგ მსახიობმა კიდევ რამდენიმე ფილმში ითამაშა, მათ შორის არის "მშობლიურო ჩემო მიწავ" (რ. ჩეიძე, 1980), "დღეს ღამე უთენებია" (ლ. ღოღობერიძე, 1983), "ამბავი სურამის ციხისა" (ს. ფარაჯანოვი, დ. აბაშაძე, 1984), და "ახალგაზრდა კომპოზიტორის მოგზაურობა" (1984) 286 2-ს მოსწონს
|