საზოგადოება იუსტიციის სამინისტრომ „კონსერვატიულ მოძრაობა/ალტ-ინფოს“ ჯარიმის სახით 232 705 ლარის დაუყოვნებლივ გადახდა მოსთხოვა 30 იანვარი, 15:47 იუსტიციის სამინისტრომ „კონსერვატიულ მოძრაობა/ალტ-ინფოს“ ჯარიმის სახით 232 705 ლარის დაუყოვნებლივ გადახდა მოსთხოვა. დასავლურ კურსსა და კონსერვატიულ ფლანგზე შეტევის რეჟიმზე გადასულმა „ქართულმა ოცნებამ“ მორიგი დარტყმა მიიტანა „კონსერვატიულ მოძრაობაზე“. დამფინანსებლებზე ზეწოლის განხორციელების შემდეგ, ახლა უკვე იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს მეშვეობით „კონსერვატიულ მოძრაობას“ მოსთხოვა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დაკისრებული ჯარიმა 232, 705 ლარი და 74 თეთრი დაუყოვნებლივ გადაიხადოს, პარტია შეყვანილია მოვალეთა რეესტრშიც.
მტკიცებულების გარეშე, სრულიად უსაფუძვლოდ დაკისრებული ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში, „კონსერვატიული მოძრაობის“ ანგარიშებს დაყადაღება, ხოლო ქონებას ჩამორთმევა ემუქრება, ეს კი მხოლოდ ერთ მიზანს ემსახურება - წინასაარჩევნოდ სრულად მოხდეს „კონსერვატიული მოძრაობის“ განეიტრალება." - წერს სამოქალაქო აქტივისტი ირაკლი ანთიძე
76 შეფასება არ არის
|