x
მეტი
  • 18.08.2024
  • სტატია:136600
  • ვიდეო:351960
  • სურათი:510850
ბესო ჩუბინიძე: "მე ასეთი პატარა ქართველები მხვდებიან ქუჩაში..."
image
„ყაზბეგის გამზირზე საქმიანი შეხვედრა მქონდა და შენობიდან რომ გამოვედი, მოულოდნელად ქუჩაში ორი ყმაწვილი მაჩერებს, ერთი მეკითხება:
- ბოდიში ბიძია, მე და ჩემი მეგობარი დავნიძლავდით, რომ ფოთი ნიკო ნიკოლაძის აშენებული ქალაქია და ეს მეუბნება, მანამდეც იყო ეგ ქალაქი და ფაზისი ერქვაო. რომელი ვართ მართალი, ბიძია?
- (გამეღიმა) და თუ გეტყვით, რომ ორივე მართლები ხართ, ხომ დამიჯერებთ?
- კი, როგორ არ დაგიჯერებთ... (ამახსნევინეს რატომ იყვნენ ორივე მართლები)
- და ადრე ამ ქუჩას მართლა პავლოვის გამზირი ერქვა?
- კი ასეა ბიჭებო, 1941 წლიდან ერქვა 1990 წლამდე ივანე პავლოვის სახელი.
- ჩვენ ამ სკოლაში ვსწავლობთ (მიმითითა), ვაჟაზე ვცოვრობთ, ხშირად ვნიძლავდებით ხოლმე და ვეჯიბრებით ერთმანეთს რაღაცეებში.
- (გამეღიმა) ჰოო? ყოჩაღ, მერე ვინ უფრო ხშირად იგებს ხოლმე?
- ჯერ-ჯერობით ფრე გვაქვს 10:10 გახდა დღეს, ერეკლე იგებდა და დღეს მე მოვუგე...
- შენ რა გქვია?
- მე ლაშა-გიორგი.
- ერეკლე და ლაშა-გიორგი - რა მაგარი სახელებია.
- მე პატარა კახის სახელი მქვია, ამასაც მეფის (გაეღიმა ერეკლეს)
- რამდენი წლის ხართ ბიჭებო?
- მე 12 -ის ვარ, ერეკლე 11 წლისაა....
- მეც თითქმის 12 წლის ვარ, 26 მაისს გავხდები 12 წლის.
- ჰოდა მე უფრო დიდი ვარ ვიდრე შენ
- რა მაგარ დღეს ყოფილხარ დაბადებული. შენ თუ იცი ერეკლე?
- როგორ არვიცი (თითქოს ეწყინა ეს რომ ვკითხე) 26 მაისს პირველად გავხდით დამოუკიდებელი ქვეყანა...
ცოტა კიდევ ვისაუბრეთ მე, ერეკლემ და ლაშა-გიორგიმ. მერე მეც წამოვედი, თავაწეული და სიამაყით გაბღენძილი. აბა, თუ მიხვდებით რატომ?
P.S. მე ასეთი პატარა ქართველები მხვდებიან ქუჩაში და საბედნიეროდ ისეთები არა - ლუწი და კენტი, რომ ვერ გაურჩევიათ ერთმანეთისგან და კენტი მხოლოდ სიგარეტი, რომ იციან...
P.P.S. აააამ ამბის გამზიარებელი ვინაააა ნეტააა... ერთი რაა... ???? - პატივისცემით, ბესო ჩუბინიძე“
0
98
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
98
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0