x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ქმრისგან შვილთან ერთად გაყიდულმა ქალმა 24 წლის შემდეგ დაიხსნა მონობისგან თავი
image

ინდოეთში 2000 წელს მონად გაყიდული ქალი შვილთან ერთად გაიქცა.



ინდოეთში 24 წლის წინ მონად გაყიდულმა ქალმა ქალაქ მურშიდაბადიდან გაქცევა მოახერხა და შვილთან ერთად სამშობლოში დაბრუნება მოახერხა. ინფორმაციას News9Live ავრცელებს.


2000 წელს ქმარმა გაყიდა თავისი ცოლი სახელად აკლემა და მისი ვაჟი ჯაჰანგირი, რომელიც მაშინ ორი წლის იყო.




ამისთვის მან ცოლი ნარკოტიკით გაჭყიპა და ქაშმირში წაიყვანა, სადაც ხეხილის ბაღის პატრონს მიყიდა.


"მე ნარკოტიკი გამიკეთეს ჩემმა ქმარმა და მისმა ორმა მეგობარმა. მატარებლით წაგვიყვანეს ქაშმირში, სადაც მიგვყიდეს ადგილობრივ ბიზნესმენზე“, - ამბობს ჯაჰანგირის დედა, რომელიც 24 წლის განმავლობაში დაუღალავად მუშაობდა ბაღის მეპატრონის სახლში დამლაგებლად.



ქალი მებაღის სახლში მუშაობადა დასვენებისა და ანაზღაურების გარეშე. როცა მისი შრომა აღარ იყო საჭირო, პატრონმა მეზობელს გადასცა.


აკლემა და ჯაგანჰირმა რამდენჯერმე სცადეს გაქცევა, მაგრამ მხოლოდ იანვრის შუა რიცხვებში განხორციელებული მცდელობა გამოდგა წარმატებული. მშობლიურ ქალაქ მურშიდაბადში მისასვლელად, (დასავლეთ ბენგალის შტატი) მათ ხუთ დღეში ხუთი მატარებლის შეცვლა მოუწიათ.



26 წლის ჯაჰანგირმა განაცხადა, რომ მამამ გადაწყვიტა მისი და დედის მონობაში გაყიდვა მას შემდეგ, რაც მას სხვა ქალი შეუყვარდა. ახალგაზრდამ მამის წინააღმდეგ პოლიციაში ოფიციალური საჩივარი შეიტანა, თუმცა მამაკაცმა გაიქცევა მოახერხა და ახლა მასზე ძებნაა გამოცხადებული.


„სამუშაოს დასრულების შემდეგაც არ გვაძლევდნენ დასვენების საშუალებას. ჩვენი მეპატრონის სახლში სამუშაოების დასრულების შემდეგ იძულებული გავხდით მეზობლებისთვის გვემუშავა. ერთ დღეს გავიგე, რომ მამას სხვა ქალთან ჰქონდა რომანი და ფულის სანაცვლოდ მოგვიშორა. მე მივმართე პოლიციას ზომების მისაღებად. იმედი მაქვს, პოლიცია მას მალე დააკავებს“, - განაცხადა ჯაჰანგირმა.



აღსანიშნავია, რომ 24 წლის წინ რანინაგარის პოლიციის განყოფილებაში დაკარგვის შესახებ განცხადება შეიტანეს, როდესაც აკლემა და მისი 2 წლის ვაჟი მოულოდნელად გაუჩინარდნენ. თუმცა, მაშინ ისინი ვერ იპოვეს და საქმე დაიხურა.


0
248
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
248
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0