x
image
თამილა გურაშვილი
იოსებ სტალინი - განგების რჩეული და ბოროტების დაუძინებელი მტერი

image
"ომიანობის შემდეგ, საპატრიარქოში ერთი ახლაგაზრდა შევიდა - რომელიც ინკასატორი აღმოჩნდა.

სინათლის დიდი დავალიანება გაქვთ გადასახდელიო....უწმიდესმა კალისტრატემ უთხრა: რამდენიმე დღე მაცალე შვილო და მერე მოდიო.....
რამდენიმე დღის შემდეგ ისევ მოვიდა ის ახალგაზრდა - ქვითრით ხელში. უწმინდესს სთხოვა - მომიწერეთ ხელი ამ ქვითარზე - თქვენ გადასახადიდან განთავისუფლებული ბრძანდებითო.
კათოლიკოსმა ხელი მოაწერა - კ.პ.კ.. ახალგაზრდა ინკასატორმა უთხრა: ბიძია, ეს რა არის? - ხელი უნდა მოაწეროთო....მე გირჩევ შვილო, მხოლოდ სახელის გულისთვის იცხოვრო და კარგი კაცი დადგებიო, აქ ჩემი სახელიც და წოდებაც არისო. მოგვიანებით, კალისტრატე კათალიკოსს დაუდგენია - რომ სტალინს დავალიანება - საკუთარი ხელფასიდან გადაუხდია.
სამამულო ომის დროს - რუსეთის საპატრიარქომ დიმიტრი დონსკოვის - სატანკო დივიზია შექმნა და ჩვენმა ქართულმა ეკლესიამ კი - შეგროვილი ფულით - 11 საბრძოლო თვითმფრინავი შესწირა ფრონტს.
სტალინი და კალისტრატე ცინცაძე, ორივე სწავლობდნენ სემინარიაში. მათ შორის მეგობრობა და მიწერ - მოწერა გრძელდებოდა. სიკვდილამდე კი - კათალიკოს კალისტრატეს, ასეთი წერილი მიუწერია სტალინისთვის:
“ კაცთა შორის რჩეულო! - ჩემი მოხუცებულობის ოცნება იყო, საკუთარი თვალით მენახა ჩვენი ხალხის სიამაყე და მსოფლიოს უდიდესი ადამიანი, მაგრამ ბედმა არ მარგუნა ეს ბედნიერება - ალბათ ამის ღირსი არ ვარ. ჩემი კადნიერი მამაშვილური სიყვარულის გამომხატველად მოგართმევთ ქართულ კულას წარწერით - ”იოსებ ქართველს - მსოფლიოში უცალღალატო ადამიანს, მაშვრალთა წინამძღვარს, მადლობით გულსავსე საქართველოს მართლმადიდებელთა მწყემსის - კალისტრატე კათალიკოს - პატრიარქისაგან”.
1952 წელს, უწმიდესის კუბოსთან იდგა უზარმაზარი გვირგვინი და - დეპეშა სტალინისაგან: “შემინდე დაგვიანებული შუქი ეკლესიისთვის, ალბათ ჩემი საქმე - ყველა ბოროტ სულს ერთად მისწვდებაო’’....
ერთხელ დაცვის თანამშრომლებს - რომლებიც ოთახის კართან იდგნენ შეიარაღებულნი - სტალინის გალობა შემოესმათ - "ნეტარ არიან გლახაკნი’’....
სტალინი, ხელით მუხლზე იდაყვდაყრდნობილი - სკამზე იჯდა და თავისთან დაბარებულ - რუსეთის პატრიარქ ალექსის უცდიდა. დაინახა თუ არა მოწვეული პატრიარქის მანქანა ეზოში შემოსული - მივიდა და დახვდა.
მათ შორის სახალისო საუბარი გამართულა. სტალინს უთქვია: დედაჩემს - მეც სასულიერო პირი უნდოდა გამოვსულიყავი, მე კიდევ გენერალისიმუსი გამოვედიო. იქვე სტალინს პატრიარქ ალექსის თანდასწრებით ასეთი რამ უთქვია: გაუქმდება აღძრული - ყველა სისხლის სამართლის საქმე - პატიმრობაში მყოფი სამღვდელოების მიმართ, გაიხსნება სასულიერო სასწავლებლები.
მერე სტალინმა ჰკითხა: უმაღლესი სასულიერო პირები რატომ დადიან ბაზარში ფეხითო....პატრიარქმა პირდაპირ უპასუხა - რომ მანქანები არ ჰყავდათ....
ეს შეხვედრა საიდუმლო იყო და ამ შეხვედრის შესახებ ოქმიც არ დაწერილა. მაგრამ შედეგი გამოჩნდა. ეკლესიების და სემინარიების გახსნა მასიურად დაიწყო. ციხიდან გაანთავისუფლეს სამღვდლოება - მათ შორის - იოანე კრისტიანკი.
მღვდელმთავრებზე დაიწყეს საწყობიდან პროდუქტის გაცემა და მოკლე ხანში ყველას მანქანა მისცეს....
როცა ლავრენტი ბერიამ, სტალინის დედა კეკე - კრემლში ჩაიყვანა, სტალინს დედამისმა ჰკითხა: მითხარი, მეფე ნიკოლოზ მეორის სიკვდილში გირევია ხელიო?.... სტალინმა პირჯვარი გადაიწერა და უპასუხა: გეფიცები - მაგ ამბავთან კავშირი არ მაქვს - უდანაშაულო ვარო.
კატო სვანიძე მისი მეგობრის - ალიოშა სვანიძის და იყო. კობა ჯუღაშვილსა და კატოს ერთმანეთი ძალიან შეუყვარდათ და კატოს თხოვნით ჯვარიც დაიწერეს. ჯვრისწერა 1906 წლის 15 ივლისს - ღამის 2 საათზე თბილისში - წმინდა გიორგის სახელობის - კარის ეკლესიაში მოეწყო. მეჯვარე მიხა ცხაკაია იყო. ჯვარი კი კობას სემინარიელმა ნაცნობმა მღვდელმა - კიტა თხინვალელმა დაწერა. მათ ვაჟი შეეძინათ - იაკობი.
კატო მალე ტიფით ავადდება. კობა თვითონ უვლის მეუღლეს მარა ვერ გადაარჩენს. კატოს საფლავზე დღესაც არის ბრინჯაოს ვარდი....
ომის პირველ დღეებში საკუთარი თავის სრულ მობილიზაციას აკეთებს. პოსკრებიშევს - მოსკოველ - ნეტარ მატრონაზე ეკითხება - ვინ არის, მასზე რას ამბობენო?
....მაშინ მოსკოველი წმინდანი ცოცხალია და სტალინიც მიდის მასთან. მატრონა უსინათლოა, მაგრამ ამოიცნობს სტუმარს. ყველაფერი ღვთის ნებააო. მისი ნების გარეშე ადამიანს არაფრის გაკეთება არ შეუძლია. ენდე და გაიმარჯვებ, რაც უნდა მოხდეს მოსკოვი არ დატოვოო - აფრთხილებს მატრონა.
ამის შემდეგ მისი ყველა მომდევნო ნაბიჯი ლოგიკურია - ის ძალიან თავდაჯერებული ხდება.
ყურად იღებს ლიბანის ეპისკოპოსის - ილიას წერილს და მის ხილვას - ღვთისმშობელი რომ ეუბნება - ფაშიზმი დამარცხდება და მართლმადიდებელური ქვეყანა რუსეთი - გაიმარჯვებსო.....
სტალინი არანაირი დიდებისკენ არ ისწრაფვოდა. მისი კანდიდატურა ნობელის პრემიების კომიტეტში, პირველ ადგილზე იყო და უდავოდ ჩანდა რომ, მას 1944 წლის მიწურულს - სწორედ სტალინს მიანიჭებდნენ. მართალია ჯერ კიდევ სასტიკი ომი მძვინვარებდა, მაგრამ უკვე ყველას ესმოდა რომ ფაშიზმი ძალიან მალე განადგურდებოდა.
სტალინის ნობელის პრემიის კანდიდატად დასახელება კი, ერთგვარ სტიმულადაც კი შეიძლებოდა ჩათვლილიყო.
სტალინმა კი განაცხადა - ტელმანი უფრო იმსახურებს ამ პრემიას. ჰიტლერს ის გერმანიაში უმართავდა სასტიკ ბრძოლებსო. დიდი მადლობა ნობელის კომიტეტს ასეთი დაფასებისთვის, მაგრამ ვფიქრობ უარს ვიტყვი კანდიდატობაზე. ჯერ კიდევ ომია და ხალხი იხოცება, მართალია მშვიდობისთვის ვიბრძვით, მაგრამ მაინც არასწორია ჩემი ყოფნა მშვიდობისმყოფელთა კანდიდატებში, ვფიქრობ ტელმანს არავინ მისცემს პრემიას და ის არცაა კანდიდატებს შორის.
ჩემი აზრით კი, ყველაზე ღირსეული ორგანიზაცია - “წითელი ჯვარია“. მათ ბევრი გააკეთეს და ბევრს აკეთებენ - როგორც ადამიანების გადასარჩენად, ასევე მშვიდობის დამყარებისთვისო....
ჰარი ტრუმენმა ერთ - ერთ ინტერვიუში „ნიუ - იორკ თაიმსთან“ - როდესაც მას სტალინის პიროვნების შეფასება სთხოვეს - თქვა: მიუხედავად ჩვენი ქვეყნების - ამერიკის შეერთებული შტატებისა და საბჭოთა კავშირის განვითარების სხვადასხვა გზებისა, ჩვენ შორის რადიკალური იდეოლოგიური განსხვავებებისა, იოსებ სტალინი განუმეორებელი პიროვნება იყო კაცობრიობის ისტორიაში. ის ასეთად დარჩება - ქვეყნის დასასრულამდე. მისი მთავარი მონაპოვარია - ფაშიზმის დამარცხებასთან ერთად არის ისიც - რომ დედამიწის ერთ მეექვსედზე გადაჭიმული უზარმაზარი ქვეყანა - სუპერსახელმწიფოდ აქცია.
მასში მცხოვრები ორას მილიონზე მეტი ადამიანი კი, სოციალურად მართლაც თანასწორია და თითქმის არანაირი განსხვავება არაა მათ შორის, ამერიკა კი საერთოდ არაა მასთან მოსატანიო....
ფაქტობრივად, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა აღიარა, რომ „ნაქები დემოკრატიის“ ქვეყანაში - ამერიკის შეერთებულ შტატებში, ხალხი უფრო არათანასწორია სოციალურად და სულიერად - ვიდრე „ბნელ“ საბჭოეთშიო.
ეს კი თავისთავად იმაზე მეტყველებდა, რომ “არადემოკრატიული’’ საბჭოეთი - გაცილებით წინ იდგა - „ დემოკრატიულ“ ამერიკაზე. ის არანაირი სიმდიდრისკენ არ ისწრაფვოდა. არც მას და არც მისი ოჯახის წევრებს, სიმდიდრის მაგვარიც არაფერი დარჩენიათ.
რომ გარდაიცვალა, ძალიან ძველი, გაცრეცილი სამოსი და გახეული ჩექმები ეცვა. მის გარდერობში სათადარიგო სამოსი და ფეხსაცმელები რომ ვერ აღმოაჩინეს, სასწრაფოდ - უკვე მიცვალებულ სტალინს, შეუკერეს ახალი ჩექმები.....იოსებ სტალინი - განგების რჩეული და ბოროტების დაუძინებელი მტერი....იგი კვლავ უყვართ - როგორც ნუგეში.
0
97
1-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
97
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0