პოლიტიკა ეჭვობენ, რომ ჩამოვარდნილი რუსული თვითმფრინავიდან თალიბებმა 1.2 მილიონი დოლარი მოიპარეს 25 იანვარი, 21:53 თალიბებმა შესაძლოა 1, 2 მილიონ დოლარზე მეტი ნაღდი ფული მოიპარეს ჩამოვარდნილი რუსული თვითმფრინავიდან. ფული დაიკარგა Falcon 10 თვითმფრინავიდან, რომელიც 20 იანვარს ჩამოვარდა ავღანეთში, ბადახშანის პროვინციაში. ბადახშანი google map-ზეეჭვები მიაქვთ თალიბანის ადგილობრივ სამხედრო შენაერთზე, რომელიც ერთ-ერთი პირველი მივიდა კატასტროფის ადგილზე. გავრცელებული ინფორმაციით თვითმფრინავი ასრულებდა ინდოეთი-უზბეკეთი-რუსეთის მარშრუტს და მასზე 6 ადამიანი იმყოფებოდა - 2 მგზავრი და 4 ეკიპაჟის წევრი. მათგან ოთხი სხეულის დაზიანებებით გადარჩა, ხოლო ორ ადამიანს ეძებენ. კადრი Falcon 10-ის ჩამოვარდნის ადგილიდან, ჩრდილო-აღმოსავლეთ ავღანეთშიFALCON 10; ფოტო: ვიკიპედიიდან, საილუსტრაციოდთვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზად ძრავის გაუმართაობა სახელდება. წყარო: NEXTA211 შეფასება არ არის
|