x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"მე რომ მჭირს,ისეთი უნდა რა... ღმერთო, ისე ნუ გამაგიჟებ..." - რას წერს ინგა გრიგოლია

image


ჟურნალისტი ინგა გრიგოლია საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ პერსონალუარდ მისთვის მიძღვნილ ფეისბუქსტატუსს სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს:


"მე რომ მჭირს, ისეთი უნდა რა, ..


ქოცნი ხომ დღენიადაგ მაგინებენ, შე ნაცოო და ნაცები - შე ქოცოო ახლა სააკაშვილის დღევანდელი პოსტის ქვეშ ხდება საგიჟეთი ))))) სულ ბიძინაზე მიყიდულს და მონას მეძახიან.


თუ მოწყენილები ხართ, შედით და მაგრად გაერთობით )))))))


P.s—ღმერთო, ისე ნუ გამაგიჟებ, რომელიმე პოლიტიკოსზე შეყვარებულმა, ყველა ვწყევლო, ვისაც ბელადი გააკრიტიკებს (თუ აქეთ და თუ იქით)"- ვკითხულობთ ტელეწამყვანის პოსტში.


შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილმა პოსტი გამოაქვეყნა, რომლითაც ინგა გრიგოლიას მოუწოდა "არ დაასხას წყალი რუსულ ლოგიკას":


"ინგა გრიგოლიამ დასვა კითხვა, კი მაგრამ, თუ პრეზიდენტმა დანაშაული ჩაიდინა არ უნდა იჯდეს ციხეშიო?ძვირფასო ინგა, მსოფლიოში არცერთი ქვეყანა, რუსეთის გარდა არ აღიარებს, რომ მე რაიმე სისხლის სამართლის დანაშაული ჩავიდინე, ყველგან ვმოგზაურობდი და ყველგან მაღალ დონეზე მიღებდნენ.არასდროს არცერთ საზღვარზე არ შევუყოვნებივარ. ქართველი ხალხის უმრავლესობაც გამოკითხვებით ამბობს, რომ პოლიტპატიმარი ვარ. ძალიან გთხოვთ, ნუ ასხამთ წყალს რუსული რეჟიმის ლოგიკას.სხვა მხრივ, დიდი მადლობა ჩემი საკითხის გაშუქებისა და საზოგადოების წარმომადგენლებისთვის ტრიბუნის მიცემისთვის"- ვკითხულობთ ექს-პრეზიდენტის მიერ გავრცელებულ წერილში.









0
190
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
190