x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
როგორ დავიკლოთ წონაში უსწრაფესად!
ჭარბი წონა– ეს ის თემაა, რომელიც ყოველთვის იყო, არის და ალბათ იქნება აქტუალური ჩვენდა საუბედუროდ. კარგი გენების გავლენით ეს ბევრისთვის პრობლემას არ წარმოადგენს, თუმცა განსაზღვრული ნაწილი იტანჯება გარკვეული საკვებისა თუ სასუსნავის აკრძალვებით, ხოლო ვისაც გააჩნია სახსრები, ის თავს იტვირთავს სპორტდარბაზებში ზედმეტი კილოგრამების მოსაშორებლად. ნურც იმას იფიქრებთ, რომ მხოლოდ ჩვენს დროში ექცევა ფიგურას ყურადღება, ე.წ ტრენაჟორები ვიქტორიანულ ეპოქაში გამოიგონეს და მაშინაც აწუხებდა ხალხს ეს პრობლემა.



უმეტეს შემთხვევაში, ჭარბ წონას ადგილი არასწორი კვებისა და უმოძრაობის- ფიზიკური დაუტვირთაობის გამო ექმნება. ყურებს ნუ ჩამოყრით და ნუ იფიქრებთ, რომ შორს ხართ პრიალა იდეალებისგან, ვინაიდან დღევანდელ სტატიაში მინდა შემოგთავაზოთ უნივერსალური დიეტა, რომლის მეშვობითაც დღეში ერთ კილოგრამს, საუკეთესო შემთხვევაში კი კვირაში 9 კგ–საც კი დაიკლებთ.



image



შენიშვნა: თუ სწორად დაიცავთ ყველა მოცემულ პირობას, სასურველი შედეგი არ დააყოვნებს.



როგორ დავიკლოთ წონაში უსწრაფესად!




1. ⇒ საუზმე: ხილი ან ფაფა უშაქროდ (გარდა მანის), კენკრა (იოგურტი, ათქვეფილი კვერცხი პურით, მუსლი, ხაჭო კენკრით და არაჟანით).

2. ⇒ მეორე საუზმე: ხილი (იოგურტი, ხაჭო, დამუშავებული ყველი).

3. ⇒ სადილი: ბოსტნეული და თევზი ან ხორცი, არაჟანი შეიძლება გამოვიყენოთ სოუსად, ასევე მიირთვით კეფირი ან რძე.

4. ⇒ ხემსი: ხაჭო, იოგურტი, კვერცხის ცილა.

5. ვახშამი: არაუგვიანეს 19:00 საათისა ზღვის პროდუქტები (არა შემწვარი თევზი, კვერცხის ცილა, მოხარშული საქონლის ხორცი ან მკერდი)


აუცილებლად გამორიცხეთ რაციონიდან: შაქარი, პური, კარტოფილი, პომიდორი, ფქვილი, ( მარცვლეული მხოლოდ დილით) ბანანი, ყურძენი.



გახსოვდეთ:

რისი გაკეთებაც შეიძლება საღამოს, შეიძლება გაკეთდეს დილით.

რაც მხოლოდ დილით არის შესაძლებელი, საღამოს შეუძლებელია.

დაიცავით დიეტა სწორად და მიიღეთ დღეში მხოლოდ 800-1200 კკალ-ია.

შეგიძლიათ მიირთვათ ყველი, სოკო და თხილი.


ძილის წინ აუცილებლად დაკავდით ინტენსიური ფიზიკური დატვირთვით მინიმუმ ერთი საათის განმავლობაში, რაც დააჩქარებს კლების პროცესს და თქვენს სხეულს შესძენს იდეალურ ფორმებს.




0
599
3-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
599
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0