საზოგადოება დემურ გიორხელიძე - "დიახ, გლობალური ანტიამერიკანიზმი დაბრუნდა!" 25 იანვარი, 14:29 "_ ისრაელ-პალესტინის კონფლიქტი, რომელიც დროებითი დაცხრობის ფაზაშია, ცალსახად აშშ-ს ბრალდება. თუ თქვენც ასე ფიქრობთ, რამ განაპირობა ასეთი ხისტი და პოლიტიკურად წამგებიანი გადაწყვეტილების მიღება აშშ-ის მხრიდან?
– ჩემი მოსაზრებით არა, კომპეტენტური და ავტორიტეტული ამერიკული გამოცემის The Taum-ის სტატიის ამონარიდით დავიწყებ, რომელიც რამდენიმე დღის წინ წერდა: "აშშ-ს გადაწყვეტილების შემდეგ, მხარი დაეჭირა ისრაელისთვის ჰამასთან ომში, მსოფლიო წალეკა ანტიამერიკულმა განწყობებმა. დეკემბერში ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი და თეირანი კარგავენ მსოფლიო მხარდაჭერას. შეერთებულ შტატებს ელოდება გლობალური ანტიამერიკანიზმის ხანგრძლივი პერიოდიო."
დიახ, გლობალური ანტიამერიკანიზმი დაბრუნდა! და იგი დაბრუნდა აშშ-ის კატასტროფული ხელისუფლების გამოისობით, რომლითაც იგი ამ უიშვიათეს ქვეყანას - ამერიკელი ხალხის კოლოსალურ შრომაზე და მათ ბეჭებზე აგებულ ქვეყანას აკნინებს.
რამდენიმე ხნის წინ ვამბობდი, რომ 2023 წლის 7 ოქტომბერს ჰამასის შეტევით ისრაელი და აშშ ჩაბმული იქნენ სრულიად წამგებიან საქმეში, რომელიც მათ არ შეიძლება ნდომოდათ, მაგრამ რას იზამ, სტრატეგიულ შეცდომებს სუსტი ხელისუფლებები უშვებენ.
ისრაელს უსუსტესი ხელისუფლება ჰყავს - წარსულში ჩარჩენილი და იმკის კიდევაც ამ კატასტროფული შეცდომის შედეგს.
აშშ-საც ძალზედ დაძაბუნებული ხელისუფლება ჰყავს, გლობალიზმისა
და ჰეგემონიის ტყვეობაში მყოფი, რომელიც იგნორირებას უწევს რეალობას და შედეგიც სახეზეა.
თუმცა ყველაზე დაძაბული და საშიში პერიოდი წინაა.
აშშ-ს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი გამოცემა „Time“ უკვე საუბრობს ამაზე.
აშშ მძიმე მდგომარეობაშია ახლო აღმოსავლეთში.
ცოტა ხნის წინ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა იოავ გალანტმა ებრაელი ერისადმი გაკეთებულ მიმართვაში განაცხადა ღაზას ჩრდილოეთ სექტორში ინტენსიური სამხედრო მოქმედებების ეტაპის დასრულების შესახებ. მან თქვა: „...საომარი მოქმედებების დასაწყისში ჩვენ მოვხაზეთ დროითი ჩარჩოები და მივეცით იმის გაგების საშუალება, რომ ღაზას სექტორში ინტენსიური სახმელეთო მანევრების ეტაპი გაგრძელდება დაახლოებით სამ თვემდე. ანკლავის ჩრდილოეთში ეს ეტაპი დასრულდაო".
30 000 დასახიჩრებული სამხედრო მიიღო ნეთანიაჰუს დაუფიქრებელმა პოლიტიკამ, გარდაცვლილებზე აღარაფერს ვამბობ. ისრაელი კატასტროფის წინაშეა, თუ ეს ომი გაგრძელდება და გაღრმავდება. ამჯერად კი მან ომი მხოლოდ წააგო...
– სიტუაციას ამძიმებს ისიც, რომ იემენელი ჰუსიტები ღაზელი პალესტინელების გვერდში დგომის მიზნით წითელ ზღვასა და ადენის ყურეში მცურავ ისრაელისა და მასთან დაკავშირებულ ყველა გემს ჩაძირვით დაემუქრნენ და მუქარის ასრულებაც დაიწყეს...
– 15 იანვარს ბაბ-ელ-მანდაბის სრუტეში ჰუსიტებმა ამერიკული გემი დაბომბეს და როგორც ჩანს, ყველა გემს დაბომბავენ, რომელიც კი ისრაელისკენ იქნება მიმართული.
ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებებით დაცვა ამჯერად, არ გამოვა. ასე იცის სტრატეგიულმა შეცდომებმა.
ვისაც იქ დიდი რეგიონალური ომის გაჩაღება სურს, ინტერნაციონალიზებულ კონფლიქტს მიიღებს. ასეთია სასტიკი რეალობა.
ჰუსიტების სამხედრო ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ არ დაინდობს არც ერთ არაბულ გემს, რომელიც ისრაელს მუდმივად ამარაგებს ნავთობით. ეს, ალბათ, მინიშნება იყო არაბთა გაერთიანებულ საემიროებზე, რომლებიც ნავთობს აწვდიან ისრაელს.
ჰუსიტები გამობრძმედილი მებრძოლები არიან და მაღალი ავტორიტეტით სარგებლობენ, მათ ამერიკელები მოხერხებულად პირდაპირ შეიტყუეს ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტში.
მიმდინარე წლის 16 იანვარს „The Washington Post" წერდა: "თანამედროვე პარტიზანული ომის ნამდვილი ოსტატები, ჰუსიტები, მოხერხებულად პოულობენ გაცილებით
მძლავრი სახელმწიფოების სუსტ მხარეებს. საუდის არაბეთი და არაბთა გაერთიანებული საამიროები მათთან 2014 წლიდან ომობენ. როგორც ცნობილია, ჰუსიტებს ირანი წვრთნის და აიარაღებს.
ჰუსიტების ლიდერებს, ჩანს, ესმით, რომ ისინი რაც უფრო ღრმად შეითრევენ კონფლიქტში აშშ-ს, მით მეტი აღმოჩნდება მათი გავლენა მსოფლიო ეკონომიკაზე.
აი, გაკვეთილი ამ გამოუცხადებელი ომისაო“.
ამ სამხედრო მოქმედებებით, ჰუსიტებმა, ფაქტობრივად, წითელი ზღვის შესასვლელამდე გააფართოვეს ოპერაცია. ესეც ამერიკელებისა და ბრიტანელების შეცდომა იყო, რის გამოც სისხლში ჩაიძირებიან.
მე ეს პროგნოზი ადრეც გავაკეთე. აშშ და ბრიტანეთი მალე ამოიკვეთს ფეხს ახლო აღმოასვლეთიდან.
– ჰუსიტების უკან ირანი დგასო, თქვით, ირანი ანგარიშგასაწევი პოლიტიკური ფიგურაა ამ კონფლიქტში და არა მხოლოდ.
– დიახ, ასე გახლავთ და ირანი გააქტიურდება უფრო მეტად, რადგან განადგურებას უპირებენ. ის არ ჩაიყენებს თავს თავდაცვის მდგომარეობაში. ირანი დღეს ის აღარ არის, რაც ადრე იყო, ირანი ახლა სერიოზული სახელმწიფოა და ყველამ გაითვალისწინოს, რომ ის არ არის მარტო...
უკვე ცნობილი გახდა, რომ რუსეთი და ირანი ამზადებენ 20-წლიან შეთანხმებას,
რომელიც სამუდამოდ შეცვლის ახლო აღმოსავლეთში მდგომარეობას.
ხაზი მოსკოვი-თეირანი-დელი გაწყვეტს ნებისმიერ კავშირს, თუ გნებავთ, აშშ- ჩინეთის ე.წ. "ორპოლუსიან სამყაროს, _ ასეთი აზრებიც ტრიალებდა ამერიკელი
ე.წ. "სტრატეგოსების" თავში, რეალობას რომ ასცდნენ ნეოტროცკისტულ-მარაზმატიკული იდეოლოგიის გამო და მოხდა ის, რ აც უნდა მომხდარიყო _ პროცესი წავიდა თავის კალაპოტში.
ასეთ დროს ქართველები და საქართველო სერიოზულად უნდა მოეკიდონ საკითხებს, დაივიწყონ წარსულში ჩარჩენილი წარმოდგენები ქვეყნებზე და მკაცრად პრაგმატული პოლიტიკის რელსებზე გადავიდნენ." პოლიტიკის ექსპერტი დემურ გიორხელიძე
207 1-ს მოსწონს
|