x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
საუდის არაბეთში, პირველად ქვეყანაში ალკოჰოლური სასმელების მაღაზია გაიხსნება  
image

საუდის არაბეთში, პირველად ქვეყანაში ალკოჰოლური სასმელების მაღაზია გაიხსნება



საუდის არაბეთში პირველი ალკოჰოლური სასმელების მაღაზია გაიხსნება. ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი წერს.


როგორც სააგენტოს წყარომ განუცხადა, სამეფოს დედაქალაქ ელ-რიადში უახლოეს კვირებში ალკოჰოლური სასმელებით საცალო ვაჭრობის ობიექტი გამოჩნდება.



ახალი მაღაზია არაბული ქვეყნის დიპლომატიურ კვარტალში განთავსდება. ის მოემსახურება საელჩოებისა და საკონსულოების თანამშრომლებს და მასში შესვლა მხოლოდ არამუსლიმებისთვის იქნება შესაძლებელი. ალკოჰოლის შესაძენად მომხმარებელს უნდა დარეგისტრირდეს მობილურ აპლიკაციაში, მიიღოს ავტორიზაციის კოდი საგარეო საქმეთა სამინისტროდან და ამასთანავე არ უნდა აღემატებოდეს ყოველთვიური შესყიდვის კვოტას.


ჯერ არ არის ინფორმაცია იმის შესახებ, შეძლებენ თუ არა იქ ვაჭრობას სხვა ექსპატი არამუსლიმები. სხვა ქვეყნის მილიონამდე მოქალაქე ცხოვრობს საუდის არაბეთში, მაგრამ მათი უმეტესობა მუსლიმი მუშაა აზიიდან და ეგვიპტიდან.


არაბეთის სამეფოს მკაცრი კანონები აქვს დაწესებული ალკოჰოლის დალევასთან დაკავშირებით, დამრღვევს გამათრახება, ჯარიმა ან პატიმრობა ემუქრება, ხოლო სხვა ქვეყნების მოქალაქეებს დეპორტაცია. ადრე ალკოჰოლის შეძენა მხოლოდ დიპლომატიური ფოსტით ან შავ ბაზარზე შეიძლებოდა.


საუდის არაბეთში ალკოჰოლური სასმელების ოფიციალური მაღაზიის გახსნა კიდევ ერთი ნაბიჯი იქნება ულტრაკონსერვატიული მუსლიმური ქვეყნისთვის ტურიზმისა და ბიზნესის გასავითარებლად.


ქვეყანა ასევე ახორციელებს ამბიციურ გემგმას Vision 2030, რომელიც დაამტკიცა საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრემ, მუჰამედ ბინ სალმან ალ საუდმა. პრინცი აპირებს ქვეყანაში განავითაროს პოსტნავთობური ეკონომიკა და განავითაროს კერძო სექტორი.

1
294
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
294
  
25 იანვარი, 22:02
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სექსის გაცნობის საუკეთესო საიტზე --- www.Sexy18.pw
0 1 1