x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
რუსულ და ქართულ ინტერნეტ ჯგუფებში გამოჩნდა ინფორმაცია, თითქოს პუტინის ბრძანებით ალიასკა ოკუპირებულია

image
მოგეხსენებათ ალიასკა, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების ერთერთი შტატია რუსეთს ეკუთვნოდა და მეფის რუსეთმა იმ დროისათვის საკმაოდ სოლიდურ თანხად მიყიდა ეს ტერიტორია ამერიკის შეერთებულ შტატებს.
უკრაინისათვის ყირიმის ძალისმიერი გზით წარმევის შემდეგ რუსული საზოგადოებას, მათ შორის პოლიტიკოსების "მადამ გაიღვიძა" და პუტინს მოუწოდეს ალიასკას დაბრუნებაზე ფიქრის დრო იყო დამდგარი.



რამდენიმე დღის წინ პუტინთან "ღია ხაზის" ფარგლებში ჩატარებული სატელევიზიო კითხვა-პასუხისას, პუტინმა უარყო მის მიერ ალიასკის არალეგიტიმურად გაყიდვის ფაქტზე გავრცელებული ინფორმაცია და პენსიონერის დასმულ კითხვაზე: "ტოდის დავიბრუნებთ რუსულ ტერიტორიას ალიასკის სახით"? პუტინმა ჩვეული ცინიზმით უპასუხა: "რუსეთის ტერიტორიის ძირითადი ნაწილი ცივ რეგიონებზე მოდის, "ჩრდილოეთი" კი მუდმივ ხარჯს მოითხოვს ბიუჯეტიდან, მაშ რაში გვჭირდება კიდევ ერთი ბიუჯეტის ხარჯზე მყოფი რეგიონი? ჩვენ სამხრეთით გვჭირდება ტერიტორიები".



ცხადზე ცხადია თუ რას გულისხმობდა რუსეთის პრეზიდენტი, უკრაინაში ყირიმის პარალელურად დონბასის ოკუპაციის შემდეგ პუტინის რეჟიმმა საკმაოდ დიდი ვადით გაიფორმა "ყუათიანი ლუკმა" ოკუპირებულ აფხაზეთში ბიჭვინთის და მის ირგვლივ განთავსებული ნაკრძალის სახით, ასევე ოკუპირებული აფხაზეთის უნიათო მესვეურებს ისე წაართვა სოფელი აიბღა, არავის გასჩენია სეპარატისტების ხელისუფლებაში პროტესტის გრძნობა.


შეგახსენებთ, რომ აიბღა ფსოუს გაღმა მდებარე აფხაზური სოფელია, სადაც საცალფეხო ბილიკი მიდიოდა აფხაზეთიდან, ძირითადი სამანქანო გზა კი რუსეთის ფედერაციის შედიოდა აღნიშნულ სოფელში სოჭის ოლქიდან.
მართალია ახლა უკვე გაჭრილია ოკუპირებული სოფლის მიმართულებით სამანქანო გზა, მაგრამ ეს არაფერს ცვლის. აიბღა უკვე რუსეთის ტერიტორიად ითვლება რუსული კანონმდებლობით.

0
131
5-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
131