გთავაზობთ რუსი ტურისტი ქალბატონის მოსაზრებას სეპარატისტულ აფხაზეთთან მიმართებით.
"მომბეზრდა ყირიმში და სოჭში დასვენება და გადავწყვიტე წავსულიყავი აფხაზეთში მას შემდეგ, რაც უამრავი სარეკლამო რგოლი ვნახე რუსულ ცენტრალურ არხზე, სადაც ულამაზესი და სუფთა ზღვა, ლამაზი პარკები იყო ფართოდ რეკლამირებული.
მეც, როგორც ბევრი სხვა წამოვეგე ამ ანკესზე და აფხაზეთში წავედი დასასვენებლად.
როგორც კი გავიარე ფსოუს საკონტროლო-გამშვები პუნქტი, იქვე დამხვდა ტაქსების ურიცხვი რაოდენობა, თუმცა მე სამარშუტო მიკროავტობუსით მგზავრობა ვარჩიე.
პირველი უსიამოვნო შეგრძნება, რომელიც დამეუფლა გამოიწვია ძალზე ცუდმა გზამ.
მეორე კი რამაც ლამის მაშინვე ამაღებინა ხელი აფხაზეთში დასვენებაზე გადამწვარი და იავარყოფილი გაგრის დანახვა იყო.
ომი დიდი ბოროტებაა, საქართველოს ერთერთი ულამაზესი კუთხე რომელიც მრავალეროვანი იყო, ომმა აქცია გავერანებულ ქვეყნად, რომლის დამოუკიდებლობა მხოლოდ რუსეთმა და მისმა მეგობარმა სახელმწიფოებმა აღიარა, ორმა აფრიკულმა ქვეყანამ რუსეთის რჩევით ჯერ აღიარა აფხაზეთის დამოუკიდებლობა, რომელიც მალევე უკან წაიღეს, რითაც სასაცილო მდგომარეობაში ჩაიგდეს თავი, გაამასხრეს რუსეთი და როგორც იტყვიან პირში "ჩალაგამოვლებული" დატოვეს აფხაზეთი.
და მაინც ვისი ბრალია აფხაზეთში საომარი მოქმედების დაწყება?
შეიძლება ჩემი მოსაზრება სუბიექტური იყოს, მაგრამ როცა 300 000 ადამიანამდეა აფხაზეთიდან დევნილი ვფიქრობ დევნილების დაწყებული ნამდვილად არ უნდა ყოფილიყო ეს ომი.
ბევრი ქართველისაგან მომისმენია, სეპარატისტებს რუსეთი ამარაგებდა საბრძოლო ტექნიკით, რუსეთის სამხედრო ავიაცია ბომბავდა სოხუმს და რუსეთის სამხედრო უწყება აგდებდა ქართულ სამგზავრო და სამხედრო თვითმფრინავებსო!
სიმართლე გითხრათ არ მჯეროდა, იქნებ დაჯერება არ მინდოდა, მაგრამ მას შემდეგ რაც ვნახე დაუბომბავი გუდაუთა და ახალი ათონი, დავრწმუნდი, რომ ქართველების დაწყებული არ უნდა ყოფილიყო ომი, რადგან როგორც წესი გუდაუთაში მყოფი აფხაზური ელიტა უნდა დაებომბათ ქართველებს.
მე ვერ ვერკვევი სამხედრო საკითხებში, მაგრამ განადგურებული გაგრის და სოხუმის დანახვაზე შემრცხვა, რომ ასეთი სილამაზე ჩემი ქვეყნის დაგეგმილი სცენარით იქნა განადგურებული.
მოსახლეობასთან პირველივე გასაუბრებამ დასასვენებელი სახლის ან სასტუმროს ძებნაში მიმახვედრა, რომ ყველაფრის მიუხედავად აფხაზები მედიდურად გრძნობენ თავს, ალბათ თავი დაირწმუნეს იმაში, რომ ქართული ჯარი მხოლოდ მათ დაამარცხეს.
უკმეხმა პასუხებმა და მაღალ ტონზე საუბარმა მიმახვედრა, რომ მოვხვდი იქ, სადაც არაფერი მესაქმებოდა.
აფხაზები თვლიან, რომ რუსეთი ვალშია მათ წინაშე, ამიტომაც რუსეთიდან მიღებულ დაფინანსებას ისე უყურებენ, როგორც დამსახურებული ადამიანი ელის დამსახურებულ პენსიას.
აფხაზები იმდენად არიან დამოუკიდებლობით გადიდგულებული მე რაც ვნახე, მთელი დღე უსაქმურად ზიან ყავახანებში ხოლო ქალები ცდილობენ ან ბაზარში რაიმეს ყიდვისას მოგატყუონ ან ბინის მძებნელი დამსვენებელი სახლში შეიტყუონ, სადაც არანაირი პირობები არაა, კომფორტზე ხომ საუბარიც ზედმეტია.
მე ყველაზე მეტად გამაკვირვა აფხაზების მოქმედებამ, თუ რატომ არაა ინფრასტრუქტურა განვითარებული მათთან, როცა გაგრაში რუსლი ოლიგარქების მიერ აშენებული ვილების მოპირდაპირე მხარეს ზღვის სანაპიროზე მათ მიერ მოტანილი ქვიშის წყალობით ნაპირიც კი სასიამოვნო სანახავია.
ქალაქებში ანტისანიტარიაა, ნაგვის გამტანიც არ ჩანს. კაფეში, სადაც ვისადილე, საკმაოდ ძვირი გადამახდევინეს, არც სასტუმროს ნომერში გადამიხდია ცოტა, თუმცა კომფორტზე რა მოგახსენოთ.
ტურისტებით სავსე ავტობუსებს ხშირად ნახავთ, აღფრთოვანებული ტურისტები, როგორც კი ტოვებენ ავტობუსებს და აფხაზურ რეალობაში ხვდებიან აღფრთოვანება სწრაფად იცვლება იმედგაცრუებით.
ყველგან სიძვირე, სრული ანტისანიტარია, დანგრეული გზები, უხეში და თაღლითი გამყიდველები, უმოქმედო საგზაო-საპატრულო სამსახური, რომელიც აფხაზეთიდან რუსეთისაკენ მიმავალი ტურისტების ტრანსპორტის დაკავებით და ქრთამის გამორთმევითაა დაკავებული.
რუსი გოგონების დანახვაზე 4-5 ახალგაზრდებისგან ჯგუფი ეგრევე იწყებს მათ "ატორღიალებას", რაც ხშირად ხდება კონფლიქტის მიზეზი თუ ამ გოგონებს თანხმლები მამაკაციც ახლავს.
ყველგან სიღარიბე და უმუშევრობა ჩანს. დანგრეული ინფრასტრუქტურის აღდგენაზე კი არავინ ფიქრობს.
აფხაზებს საქართველომ ელექტროენერგიის მიწოდება, რომ შეუწყვიტოს აფხაზეთი სრულ წყვდიადში აღმოჩნდება, რადგან სოჭის ენერგოსიტემა, როგორც ინჟინერ-ენერგეტიკოსმა კარგად ვიცი რა სავალალო მდგომარეობაშია, აფხაზეთის მიმართულებით ახალი მაღალი ძაბვის ანძების დაყენებას და სადენების დაჭიმვას აფხაზები ფიზიკურად ვერ შესძლებენ ორი მიზეზის გამო.
1. მათი სრული არაკომპეტენტურობა.
2. რუსეთიდან მიღებული დაფინანსება ვერანაირად ვერ გაწვდება ამხელა პროექტს.
სულ 3 დღე დავრჩი აფხაზეთში და გამოვიტანე დასკვნა, რომ ამ ღვთისგან დაკარგულ ქვეყანაში არაფერი მესაქმება, იგივეს ვურჩევ რუს ტურისტებსაც ვისაც ჯერ არ გადაუწყვეტია თუ სად დაისვენოს.
მით უმეტეს, რომ აფხაზეთში ქურდობა, ძალადობა და ნარკომანია მთელი სიცხადითაა წარმოდგენილი.
სახეზეა კლანური მმართველობა, რიწის ტბაზე ყოფნისას შევესწარი კონფლიქტს ახალგაზრდებს შორის, რომელიც მალევე ავტომატის კაკანში გადაიზარდა. დახმარებისთვისაც ვერავის მიმართავ, მილიციას სულ არ ადარდებს შენი პრობლემები.
მე აფხაზეთში დავაფიქსირე აფხაზების ორი კატეგორია, კრიმინალები და თაღლითი საქმოსნები, რომლებიც ცდილობენ ძალდატანებით და თაღლითობით ავსებენ საკუთარ ხაზინას.
მილიცია კი იმითაა დაკავებული, თუ როგორ შეავსოს ბიუჯეტის დანაკლისი-რუსი ტურისტების დაჯარიმებით.
როგორც კი გაცდებით ზღვის სანაპიროს საცურაო კოსტუმში ეგრევე გაჯარიმებენ საზოგადოებრივი წესების დარღვევის ბრალდებით.
რუსეთში დაბრუნების მერე გამიჩნდა სურვილი დამეწერა ეს სტატია. აფხაზეთია კვაზი სახელმწიფო, სადაც რუს ტურისტებს მშიერი, მტაცებელი აფხაზები უყურებენ, როგორც ნადავლს.
ქაოსსში და კრიმინალში გახვეულ ქვეყანას ჭირდება კონტროლი, მაგრამ რატომ უნდა გაკეთდეს ეს ჩვენი-რუსების ხარჯზე არ მესმის, იქნებ დროა აფხაზეთი დაუბრუნდეს საქართველოს, საერთაშორისო უსაფრთხოების გარანტიით და იქ გაეროს ქმედითი სამშვიდობო ძალების ჩაყენებით, დევნილების დაბრუნების პირველ ეტაპზე ეთნიკურ ნიადაგზე შევიწროების და საომარი მოქმედებების დაწყების ალბათობის აღსაკვეცად.
და ბოლოს-აფხაზეთია ჩემოდანი, რომელსაც სახელური არა აქვს და ამიტომაცაა ერთ ადგილზე, რადგან სახელურის გარეშე ძნელია წაიღო ჩემოდანი"-ასე დაასრულა რუსმა ტურისტმა ქალბატონმა თავისი სტატია.