მუსიკა ვალერი და კონსტანტინე მელაძეს მამა გარდაეცვალათ 2024, 21 იანვარი, 13:57 ![]() დაახლოებით ერთი თვის წინ, 90 წლის შოთა კონსტანტინეს ძე მელაძე კორონავირუსის გართულების გამო რეანიმაციაში გადაიყვანეს. 2023 წლის ბოლოს ის დაავადდა Covid-19-ით. მას სახლში მკურნალობდნენ, თუმცა შემდეგ ფილტვებში გართულებები განუვითარდა. მხოლოდ ამის შემდეგ ოჯახმა გადაწყვიტა მისი საავადმყოფოში გადაყვანა. ერთი თვე გაგრძელდა ბრძოლა მისი სიცოცხლისთვის. მაგრამ როგორც ჩანს ხანდაზმული ორგანიზმი ვეღარ გაუმკლავდა დაავადებას. მშობლის გარდაცვალების გამო ვალერი მელაძემ კონცერტები ყაზახეთსა და უზბეკეთში იანვრის ბოლოდან თებერვლის დასაწყისამდე გადადო. მომღერლის გამოსვლა ალმა-ატაში 20, 23 და 25 იანვარს იყო დაგეგმილი. ეს კონცერტები 2, 4 და 6 თებერვალს გადაიდო. ტაშკენტში 22 იანვარს დაგეგმილი კონცერტი 7 თებერვლისთვის გადაიდო. აღსანიშნავია, რომ ადრე შეძენილი ბილეთები ძალაში იქნება ახალი თარიღებისთვისაც. მელაძემ განცხადება მამის გარდაცვალებაზეც კიდევ იმიტომ გააკეთა, რომ გაეფანტა გავრცელებული ჭორები, იმის შესახებ, რომ თითქოსდა შუა აზიის რესპუბლიკებში მის კონცერტებს ბოიკოტი გამოუცხადეს. ვალერის უფროს ძმას, კომპოზიტორ კონსტანტინე მელაძეს მამის გარდაცვალებაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.ძმებს ჰყავთ კიდევ ერთი და, ლიანა, კომპანია «Velvet Music»-ის პროდიუსერი. ![]() 172 2-ს მოსწონს
|