x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
საფრანგეთში დააკავეს რუსული წიგნების ქართველი სერიული ქურდები
image

საფრანგეთში ბიბლიოთეკებიდან პუშკინისა და გოგოლის წიგნების ქურდობისთვის საქართველოს მოქალაქეები ჯერ კიდევ გასული წლის ნოემბერში დააკავეს.(იხილე ბმული)


საფრანგეთში დააკავეს კრიმინალთა ჯგუფი - საქართველოს მოქალაქეები, რომლებმაც ევროპული ბიბლიოთეკებიდან რუსი მწერლების ალექსანდრე პუშკინის, ნიკოლოზ გოგოლისა და მიხეილ ლერმონტოვის სიცოცხლის დროინდელი გამოცემები მოიპარეს. ამის შესახებ ევროპულ მედია იტყობინება.


Le Parisien წერს, რომ საფრანგეთის, შვეიცარიის, გერმანიის, ფინეთის, პოლონეთის, ლიეტუვას, ლატვიისა და ესტონეთის ბიბლიოთეკები სერიული წიგნების ქურდებისგან მნიშვნელოვნად დაზარალდნენ.



სავარაუდოდ საქართველოს მოქალაქეები რუსი ავტორების ანტიკვარულ წიგნებს რუსეთის მოქალაქის შეკვეთით იპარავდნენ.


ბიბლიოთეკებში მისული ქურდები ამბობდნენ, რომ რუსულ ლიტერატურას იკვლევდნენ და წიგნების მიღების შემდეგ იპარავდნენ ან ყალბში ასლით ანაცვლებდნენ.


ერთ-ერთმა გამტაცებელმა თქვა, რომ უყვარდა ეს წიგნები და წერდა დისერტაციას თემაზე „დემოკრატია მე-19 საუკუნის რუსულ ლიტერატურაში“.


ქართველი ქუდების ქმედებების გამო, საფრანგეთის ეროვნულმა ბიბლიოთეკამ BnF დაკარგა რვა წიგნი, რომელთა საერთო ღირებულება 650 ათასი ევრო არის.


ცნობილია, რომ ლატვიის ეროვნული ბიბლიოთეკიდან პუშკინისა და გოგოლის 17 წიგნი მოიპარეს, რვა ესტონეთის ტარტუს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკიდან, ხოლო ჟენევის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკიდან დაიკარგა პუშკინის კოლექცია.

1
163
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
163
  
20 იანვარი, 17:27
რაღაც უცნაური რუსეთუმეობაა. მაგ ბიბლიოთეკაში სხვა წიგნები არ არის რაღა რუსულს იპარავთ სხვა მოიპარეტ თქვენი დედაც. ეეე ძალიან არა პატრიოტი ქურდები გვყავს.
0 1 1