ასტროლოგია 20 იანვრიდან ზოდიაქოს ამ ნიშნისთვის ერთთვიანი ჰარმონიული პერიოდი იწყება- რას წერს ასტროლოგი 19 იანვარი, 16:23 ასტროლოგი რამაზ გიგაური სოციალურ ქსელსი მზის მერწყულის ზოდიაქოს ნიშანში გადასვლაზე წერს და მომდევნო ერთი თვის მოსალოდნელ პროგნოზს გვაცნობს. მისი თქმით, მომდევნო თვე ყველაზე ჰარმონიული სწორედ მერწყულებისთვის იქნება, თუმცა 5 თებერვლიდან მზეს მერკურიც შეუერთდება და უფრო მეტ სიახლეს მოიტანს. „20 იანვარს (თბილისის დროით 18:07 საათზე), მზე მერწყულის ზოდიაქოში გადაინაცვლებს და იქ 19 თებერვლამდე დარჩება. ამ პერიოდში ინტენსიური და დაძაბული იქნება: 20-26, 31-3, 8-10, 14-15 რიცხვები.
დანარჩენი დღეები შედარებით დადებითი და ჰარმონიული უნდა გამოდგეს.
5 თებერვალიდან მერწყულში მერკურიც გადავა და ეს კიდევ უფრო გააძლიერებს თავისუფლების, დამოუკიდებლობის განცდას, ასევე მოვლენების განსხვავებულად და არასტანდარტულად დანახვის უნარს, საკუთარი შესაძლებლობების ორიგინალურად გამოვლენის შესაძლებლობას.
ბუნებრივია, 20.01 - 19.02 პერიოდი ზოგადად, სასიკეთო იქნება მერწყულის ნიშნით დაბადებული ადამიანებისთვის. დაიწყება მათთვის შედარებით ერთთვიანი ჰარმონიული პერიოდი.
ასე რომ, გილოცავთ მერწყულებს!
წინსვლას, განვითარებასა და გამარჯვებას გისურვებთ!“, - წერს ასრტოლოგი, რამაზ გიგაური.
28 1-ს მოსწონს
|