x
image
ელენე გუმა
20 იანვრიდან ზოდიაქოს ამ ნიშნისთვის ერთთვიანი ჰარმონიული პერიოდი იწყება- რას წერს ასტროლოგი

ასტროლოგი რამაზ გიგაური სოციალურ ქსელსი მზის მერწყულის ზოდიაქოს ნიშანში გადასვლაზე წერს და მომდევნო ერთი თვის მოსალოდნელ პროგნოზს გვაცნობს.


მისი თქმით, მომდევნო თვე ყველაზე ჰარმონიული სწორედ მერწყულებისთვის იქნება, თუმცა 5 თებერვლიდან მზეს მერკურიც შეუერთდება და უფრო მეტ სიახლეს მოიტანს.


„20 იანვარს (თბილისის დროით 18:07 საათზე), მზე მერწყულის ზოდიაქოში გადაინაცვლებს და იქ 19 თებერვლამდე დარჩება.


ამ პერიოდში ინტენსიური და დაძაბული იქნება: 20-26, 31-3, 8-10, 14-15 რიცხვები.
დანარჩენი დღეები შედარებით დადებითი და ჰარმონიული უნდა გამოდგეს.
5 თებერვალიდან მერწყულში მერკურიც გადავა და ეს კიდევ უფრო გააძლიერებს თავისუფლების, დამოუკიდებლობის განცდას, ასევე მოვლენების განსხვავებულად და არასტანდარტულად დანახვის უნარს, საკუთარი შესაძლებლობების ორიგინალურად გამოვლენის შესაძლებლობას.
ბუნებრივია, 20.01 - 19.02 პერიოდი ზოგადად, სასიკეთო იქნება მერწყულის ნიშნით დაბადებული ადამიანებისთვის. დაიწყება მათთვის შედარებით ერთთვიანი ჰარმონიული პერიოდი.
ასე რომ, გილოცავთ მერწყულებს!
წინსვლას, განვითარებასა და გამარჯვებას გისურვებთ!“, - წერს ასრტოლოგი, რამაზ გიგაური.
image
0
28
1-ს მოსწონს
ავტორი:ელენე გუმა
ელენე გუმა
28
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0