x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
OnlyFans მოდელი ფულს შოულობს მოჭრილი ფრჩხილების, ნერწვის და ყურის გოგირდის გაყიდვით
image

29 წლის რებეკა ბლუმ ამერიკის შეერთებული შტატებიდან, რომელიც ამზადებს ეროტიკულ შინაარსის კონტენტს OnlyFans პლატფორმაზე, დაიკავა უნიკალური ნიშა პორნოინდუსტრიაში, რაც გამოიხატება იმით, რომ დაიწყო ფულის გამომუშავება მისი სხეულის ნარჩენების გაყიდვით.ამის შესახებ წერს გამოცემა BNN.


თაყვანისმცემლებისთვის ნერწყვის, მოჭრილი ფრჩხილების და ყურის გოგირდით გაყიდვით ბლუ თვეში დაახლოებით 6, 5 ათასი დოლარის შემოსავალს იღებს (დაახლოებით 17, 5 ათასი ქართული ლარი). მას ეს უჩვეულო ბიზნეს იდეა გაუჩნდა გამომწერების უჩვეულო მოთხოვნის შემდეგ.

image


Blue-ს გვერდი 20 ათასზე მეტ ადამიანს აქვს გამოწერილი.


გარდა „განახლებადი“ ნივთებისა, ბლუ ასევე გვთავაზობს მეორად საცვლებს, ნაგვის ურნის შიგთავსს, ვარჯიშის შემდგომ ლეგინსებს, რომელიც ვაკუუმში შეფუთულია და ნახმარ საშვილოსნოს სპირალსაც კი.

image

მიუხედავად ამ ნივთების ეგზოტიკურობისა, ბლუ ამტკიცებს, რომ ის ვაჭრობს კანონის ფარგლებში და აფასებს უსაფრთხოებას და მომხმარებლის კმაყოფილებას ყველაფერზე მეტად.



გარდა მცირე ბიზნესისა და OnlyFans გვერდისა, ბლუ მართავს TikTok ანგარიშს და არის პოდკასტის წამყვანი და დამფუძნებელი, სადაც ის მსმენელებს ესაუბრება პორნოინდუსტრიის შესახებ.

image


ადრე ვწერდით ბრისტანელ ქალზე, რომელმაც ინსტაგრამზე" და ასევე OnlyFans-ზე, ნახევარ მილიონამდე ფუნტი სტერლინგი გამოიმუშავა იღლიაში გაუპარსავი "ბანჯგვლების" დემონსტრირებით.


ასევე უსახლკარო ქალზე, რომელიც იძულებული გახდა პორნოკარიერა წამოეწყო და მილიონერი გახდა, გარდამტეხი მომენტი მაშინ დადგა, როდესაც ყოფილი ქმრის ნათესავი სასამართლოს გზით ცდილობდა შვილის წართმევას. ამ პერიოდში ამერიკელი ქალი შემთხვევით შეხვდა მეგობარს, რომელიც სტრიპტიზ კლუბში ცეკვავდა და იქ წავიდა სამუშაოდ, რათა ადვოკატის გადასახდელი თანხა შეეგროვებინა.(მიყევი ბმულს)

0
214
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
214
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0