ვარსკვლავები ქალმა, რომელმაც 500 ათასი იშოვა იღლიაში თმის დემონსტრირებით, აღიარა, რომ ამცირებენ და შეურაცხყოფენ 2023, 23 ოქტომბერი, 15:55
ქალმა, რომელმაც 492, 800 ფუნტზე მეტი გამოიმუშავა იღლიაში გაუპარსავი "ბანჯგვლების" დემონსტრირებით, აღნიშნა, რომ ავიწროებდნენ და შეურაცხმყოფელ შეტყობინებებს უგზავნიან მას შემდეგ, რაც ამით ფულის შოვნა დაიწყო.
30 წლის ფენელა ფოქსმა ვუსტერიდან (ვუსტერშირის საგრაფო) განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ იგი ფინანსური დამოუკიდებელია და ინტერნეტის საშუალებით შეუძლია საათში 8 ფუნტის შოვნა, მას აქვს პოსტტრავმული სტრესული აშლილობა მაყურებლებთან საშინელი ურთიერთობის გამო. სოციალური მედიის ვარსკვლავი, რომელსაც მთლიანობაში მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს, ქმნის პოზიტიურ ფოტოებსა და ვიდეოებს, სადაც ამზეურებს თმიან იღლიებს, ასევე აქვეყნებს ზოგადად ვიდეობლოგებს ცხოვრების სტილზე. მას ასევე აქვს უფრო მწველი კადრები "ინსტაგრამზე" და ასევე OnlyFans-ზე. ფენელა ფოქსმა ინტერნეტში გაუპარსავი თმების დემონსტრირება იმიტომ დაიწყო, რომ როგორც თვითონ აღნიშნავს, "ყელში ჰქონდა ამოსული" ქალის სილამაზის სტანდარტები თუმცა იგი პარალელურად საშინელ დამცირებას განიცდიდა ინტენრეტმომხმარებლებისგან, მაგალითად ორმა კაცმა ფიზიკურად „კუთხეშიც კი“ მიიმწყვდია, რომლებიც ვარაუდობდნენ, რომ მათთან ორივესთან ერთდროულად ექნებოდა სექსი. ”მე ბევრს ვმოგზაურობ და ერთ-ერთი ყველაზე ცუდი რეაქცია ჩემს ნამუშევრებზე იყო ის, რომ ვიღაცამ მითხრა, რომ მათ ქვეყანაში რომ ვცხოვრობდე, ჩამოხრჩობდნენ", ” - განუცხადა მან გამოცემა FEMAIL-ს. „ასევე მე მყავდა კაცები, რომლებსაც ეგონათ, რომ ჩემი საქმიანობის გამო მათთან დავწვებოდი“. ფენელაც ორჯერ იყო არასასურველი დევნის მსხვერპლი. პირველად ეს მოხდა 2018 წელს „ერთი მამაკაცი ჩემი გაუპატიურებით, წამებით და მოკვლის იდეით შეპყრობილი“, - თქვა მან. - საშინელება. ამ წლის იანვარში მე სხვა კაციც დამდევდა და რეგულარულად ვიღებ გრძელ ესეებს ელექტრონული ფოსტით სხვა კაცისგან.” კონტენტის შემქმნელმა აღიარა, რომ მას ასევე უჭირს კომუნიკაცია ამ ინდუსტრიაში შორს მყოფ ადამიანებთან და ხშირად უწევს თავის სამუშაოს შესახებ ტყუილის თქმა". ”მე 18 წლიდან ვარ ზრდასრულთა ინდუსტრიაში (ახლა ვარ 30 წლის) და დიდ დროს ვატარებ ჩემს საძინებელში, რათა მამაკებისთვის გავშიშვლდე, ” - თქვა მან. 772 2-ს მოსწონს
|