x
მეტი
  • 28.04.2024
  • სტატია:134572
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508653
საიდან გაიგეს აცტეკებმა მარსზე მომხდარი კატასტროფის შესახებ?

აცტეკებს ღრმა ცოდნა ჰქონდათ ასტრონომიის შესახებ და იცოდნენ მზის სისტემის პლანეტის შესახებ. გარდა ამისა, მათ იცოდნენ მეორე "მზის" არსებობის შესახებაც, რომელიც ყოველ 3500 წელიწადში ერთხელ, მზის სისტემის პლანეტებს უახლოვდებოდა და გარკვეულ კატაკლიზმებს იწვევდა. ეს უნიკალური კოსმოსური ობიექტი ტიფონია – "ჩამქრალი" ნეიტრონული ვარსკვლავი, რომლის მასა, დედამიწის მასას რვაჯერ აღემატება. ხოლო, დიამეტრი, მხოლოდ 800 მეტრია. მზის სისტემაში ერთ–ერთი "შემოვლის" დროს, ტიფონმა მარსს იმდენად ახლოს ჩაუქროლა, რომ პლანეტამ თითქმის მთელი ატმოსფერო, წყალი და გრუნტის ნაწილი დაკარგა.


image


ამ კატაკლიზმის დამანგრეველ ზემოქმედებაზე, მარსის ზედაპირზე უზარმაზარი ჩაღრმავება მოწმობს, რომლის ზომა, თითქმის, ავსტრალიის ხელაა, ხოლო სიღრმე – 8 კმ. ამ კატასტროფამდე, მარსის ორბიტა მზესთან უფრო ახლოს იყო. პლანეტაზე ისეთივე ატმოსფერო იყო, როგორც დედამიწაზე, მოედინებოდა მდინარეები, არსებობდა ზღვები და ტბები და სავარაუდოდ, სიცოცხლე ყვაოდა. მარსზე გადაღებულ ფოტოზე ჩანს მდინარეების და ტბების კალაპოტების კვალი, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ეს კატაკლიზმი, არც ისე შორეულ წარსულში მოხდა.


image


კოსპის კოდექსი (Codex Cospi), რომელიც შობაზე იტალიელ თავადს ფერდინანდო კოსპის (1606 - 1686) აჩუქეს და სახელიც აქედან მოდის, აცტეკების "წიგნია" და ის ამჟამად, ბოლონიის უნივერსიტეტში ინახება. სწორედ მასშია ასახული მარსს და ურჩხულს (ნეიტრონული ვარსკვლავი) შორის "ბრძოლა". ერთ-ერთ ნახატზე, აცტეკებმა ტიფონი, წრეში, ჯვრის სიმბოლოთი აღნიშნეს (იხ. I სურათი), რომელიც მარსს ესხმის თავს. ხოლო, მარსის სხეულიდან წითელი ალი გამოდის. როგორც ჩანს, ამ სურათით, აცტეკი მხატვარი შთამომავლებისთვის, მარსზე მომხდარი კატაკლიზმის შესახებ, ინფორმაციის დატოვებას ცდილობდა.

კოსპის კოდექსის გარდა, ამ კატაკლიზმის შესახებ ინფორმაციას მაღლაბეჩიანოს კოდექსიც (codex Magliabechiano) გვაწვდის. ამ წიგნის ერთ–ერთ ილუსტრაციაზე, წითელი პლანეტა მკვდარი იაგუარის სახით არის გადმოცემული. მარსის სიმბოლოს გვერდით კი, თეთრ ქსოვილში გახვეული მუმიაა, რაც სიკვდილის სიმბოლოა მესოამერიკის ინდიელებში.


image


არსებობს ვარაუდი, რომ პლანეტაზე, შეიძლება, ჰუმანოიდური ცივილიზაცია არსებობდა, რომელიც ნეიტრონული ვარსკვლავის მიერ, გამოწვეული კატაკლიზმის დროს დაიღუპა. დღეისათვის მარსზე ნაპოვნია კვალი, რომელიც გონივრულ აქტივობაზე მიუთითებს. მაგ., ეგვიპტის პირამიდების მსგავსი ნაგებობები, ცისკენ მიმართული ქვის სფინქსი და ქვიშით დაფარული კვადრატული და მართკუთხა ფორმის უჩვეულო "ნანგრევები".


image


პლანეტაზე მომხდარი კატაკლიზმის შესახებ, ამ წიგნის კიდევ ერთი ილუსტრაცია მეტყველებს, რომელზეც მარსის წიაღიდან ცეცხლის ალი გამოდის. სავარაუდოდ, ნეიტრონული ვარსკვლავის გრავიტაციული გავლენით, პლანეტის ყველა ვულკანი ერთად გააქტიურდა და ძლიერი მარსისძვრა გამოიწვია. ხოლო, გადაბრუნებული ჭურჭელი, საიდანაც ქვიშა გადმოდის და წყალი იღვრება, ამ კატასტროფის განასახიერებს, რაშიც აცტეკები, ჩვეულებრივ, მიწისძვრებს გულისხმობდნენ.


image


ახლა კი, ყველაზე საინტერესო და მთავარი შეკითხვა: საიდან იცოდნენ ინდიელებმა შორეულ პლანეტაზე დატრიალებული კატასტროფის შესახებ? – ამ კითხვაზე პასუხი ჯერ–ჯერობით არ არსებობს და სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში, ამ საიდუმლოს ვერავინ ამოხსნის...


image

სხვა სიახლეები:


* ვარსკვლავებისკენ მიმავალი გზა, ახლა ბოსელზე გადის

* "სამი დღე მარსზე" – რა თქვა ასტრონავტმა სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე?

* თაღლითი, თუ "მილიონერი მომავლიდან"?

* ინგლისური სახალისო ისტორიები



1
485
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
485
  
25 იანვარი, 22:03
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სექსის გაცნობის საუკეთესო საიტზე --- www.Sexy18.pw
0 1 1