x
მეტი
  • 21.07.2024
  • სტატია:136076
  • ვიდეო:351963
  • სურათი:510351
ვარსკვლავები, რომლებიც უხერხულ სიტუაციებში საკუთარი კაბების "წყალობით" აღმოჩნდნენ

image


ძალიან ხშირად წითელ ხალიჩაზე მოწყობილი ეფექტური დეფილეები მონაწილეებისთვის ნამდვილ დრამად იქცევა ხოლმე. მსახიობებს, მოდელებსა და მომღერლებს ნამდვილი ორთაბრძოლა არა მხოლოდ ამინდთან, არამედ ერთმანეთთან და, რაღა თქმა უნდა, საკუთარ კაბებთანაც კი აქვთ გაჩაღებული. როგორც ცნობილია სელებრითების საჯარო გამოსვლებისთვის პროფესიონალი სტილისტების მთელი არმია მუშაობს, თუმცა რაც არ უნდა გასაკვირი იყოს ყველაფრის განჭვრეტა მათაც კი არ შეუძლიათ და ამაში ქვემოთ წარმოდგენილი ვარსკვლავების მაგალითებზე დარწუნდებით.


image



კრისი ტეიგენის კაბა, რომელიც მას "AMA"-ს ცერემონიაზე ეცვა 2016 წლის ყველაზე სკანდალურ სამოსად იქცა. ვარსკვლავს წითელ ხალიჩაზე შექმნილი უხერხულობისთვის ბოდიშის მოხდაც კი მოუწია, თუმცა ბევრს მაინც არ სჯეროდა, რომ მან ეს მართლაც დაუგეგმავად გააკეთა.


image



კრისი ტეიგენის მსგავსად წვეულებამ მელ ბიც ისე გაიტაცა, რომ სრულიად დაავიწყდა რომ თამამი კაბის ქვეშ საცვლები მასაც არ ეცვა.


image

ვარსკვლავები, რომლებიც "დაზღვევის" შესახებ არ ივიწყებენ, უხერხულ სიტუაციაში აღმოჩენის ნაკლები შანსი ნადვილად არ აქვთ. ალბათ, უკეთესი იქნებოდა ჯესიკა უაიტს მაქმანიანი საცვლების ნაცვლად არჩევანი ისევ კლასიკურ შავზე ან უნივერსალურ კრემისფერზე გაეკეთებინა.


image


როგორც კი მის კარიერაში აღმასვლა დაიწყო, ბელა ჰადიდი შესამჩნევად გაბედული გახდა. კანის კინოფესტივალზე მოდელმა არჩევანი მდიდრულ, მაღალჭრილიან წითელ კაბაზე შეაჩერა, ხოლო როცა მისმა ჩაცმულობამ საზოგადოებას იმაზე მეტი დაანახა, ვიდრე საჭირო იყო მოდელმა ყოველგვარი უხერხულობის გარეშე, საკმაოდ მშვიდად შეისწორა კაბა.


image


მსახიობმა ჯოანა კრუპამ "ოსკარებიდან" ანჯელინა ჯოლის ცნობილი პოზის გამეორება სცადა, თუმცა ვერ გაითვალისწინა რომ თავის მაღალჭრილიან საღამოს კაბაში ზედმეტს გამოაჩენდა, ისე, ნაკლები კითხვა არც მის ექსტრემალურად თამამ დეკოლტესთან დაკავშირებით არსებობს



image


რუმერ უილისის კაბა ეფექტური იქნებოდა გოგონა პირდაპირ რომ მდგარიყო, მაგრამ ასეთმა რაკურსმა მთელი ინტრიგა "მოკლა".


image


მთელი თავისი კაბის "შესაძლებლობების" დემონსტრირებას მსახიობი ლეიკ ბელი კამერების წინ ტრიალით ახდენდა, თუმცა ვერც კი წარმოიდგენდა როგორი გამოვიდოდა საბოლოოდ ფოტოები.


image


რეალითი - შოუს ვარსკვლავი ჯესიკა კანინგემი ყველა ზღვარს გადავიდა: ჯერ მთელი ღამე მეგობართან ერთად იმხიარულა, დილით კი ინტერნეტში გავრცელებული საკუთარი ფოტოების ხილვით სირცხვილისგან დაიწვა.


image


მდიდრული ვარსკვლავური სამოსიდან მკერდის შემთხვევით "გადმოხტომა" - მოდური კონფუზების ცალკე ჟანრია. ამჯერად ბაი ლინს არ გაუმართლა.


image


ტატიანა მიტიუშინა წითელ ხალიჩაზე იშვიათად ჩნდება, თუმცა უხერხული შემთხვევა, რომელიც მოდელს რამდენიმე წლის წინ შეემთხვა ბევრს დღემდე ახსოვს.



image


მზე, ქარი და თვალისმომჭრელად მოფრიალე შლეიფი... ეს შეიძლებოდა ალესანდრა ამბროსიოს ულამაზესი ფოტოც კი ყოფილიყო, თუმცა მოდელს საკუთარმა კაბამ უმტყუნა.


image


"შიშველმა" კაბამ კრისტინა მილიანი მთელი თავისი... საიდუმლოებით გათქვა. როგორც გაირკვა, კუბელი წარმოშობის მომღერალი ქვედა საცვლებს არ ატარებს, თუმცა მაკორექტირებელ თეთრეულზე უარს მაინც ვერ ამბობს.


image



პერის ჰილტონს "Hollywood Beauty Awards"-ის დაჯილდოებაზე გაწითლება ორჯერ მოუწია. ვარსკვლავი კაბის გრძელ შლეიფზე ფეხის დაბიჯების გამო ჯერ კინაღამ წაიქცა, შემდეგ კი ფოტოგრაფებისთვის პოზირებისას მკერდი საკმაოდ უცნაურად შეისწორა.


image



ყველაფერში სრულყოფილი ქეით მიდლტონი წარუმატებლობის ზღვარზე აღმოჩნდა. ძნელი წარმოსადგენია, რას იფიქრებდა ელისაბედ II ბრიტანელ ხელქვეითებს კემბრიჯის ჰერცოგინიას საცვლები (ან მისი არარსებობა) რომ დაენახათ.


image


ერთი პატარა დეფექტი კაბაზე შეიძლება მოდურ კონფუზადაც კი იქცეს. მოდელმა ემი უილერტონმა წითელ ხალიჩაზე გასვლამდე საკუთარი ჩაცმულობის არასრულყოფილება ვერ შეამჩნია, რისთვისაც მოდის ექსპერტებისგან ბევრი კრიტიკაც დაიმსახურა.











0
532
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
532