x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134557
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508617
ტოპ 3 ამაღელვებელი სიმღერა, რომელიც განწყობას ნებისმიერ ადამიანს აუმაღლებს

ზოგჯერ, გვსურს ისეთი მუსიკის მოსმენა, რომელიც თითქოსდა გარესამყაროს მოგვწყვეტს და სადღაც, სხვა შორეულ პლანეტაზე გადაგვისვრის, ხოლმე. მერე, ხდება უამრავი დამთხვევა, ეს სიმღერები შენს ცხოვრებაში, მოულოდნელად და არსაიდან ჩნდება ხოლმე, ან სადმე წააწყდები ამ სიმღერის სახელწოდებებს ხოლმე ან სადღაც, რომ მიდიხარ პირველი ეს სიმღერა იწყებს უცებ და მოულოდნელად დაკვრას და შენც, უკვე აღარ ოცდები ამით და ალბათ, მემილიონედ უსმენ ამ სიმღერას.

ასე, რომ ხასიათიც, მეტწილად, გისწორდება ადამიანს და სწორედ ამიტომაც, გთავაზობთ ამ 3 ამაღელვებელი სიმღერის ჩამონათვალს.


1.505

Song by Arctic Monkeys


ეს სიმღერა წარმოუდგნელად კარგი რომაა, ამას ჩემი აღწერაც კი არ ესაჭიროება. მისი ერთხელ მოსმენის შემდეგ შეუძლებელია მისი, უბრალოდ, დავიწყება. რაც ამ სიმღერას მოუსმენ იგი მთელი ცხოვრების განმავლობაში შენთან იქნება, აგეკვიატება და არცერთ რთულ სიტუაციაში იგი არ დაგტოვებს. თავისი მელოდიურობით, ნოსტალგიურობითა და მელანქოლიურობით, იგი განგაცდევინებს იმ სევდას, რომელიც ამ სიმღერას ფარულად თან სდევს. დარდი 505-ზე, რომელიც შენგან შორს იმყოფება და მისი მონახულება თან გსურს და თან არა. ის, შენს, ერთგვარ დილემად იქცა, ოღონდ მისი დავიწყება არა და არ გსურს.

image

  • Instant Crush
  • Song by Daft Punk and Julian Casablancas

    "ზაფხულის მოგონება, რომელიც არასდროს არ კვდება'', ''ცოტა დრო ერთადერთი რამაა, რაც შენთან ერთად გამაჩნია'' და "დღემდე, თავში მაქვს ჩვენი ერთობლივი ბავშვობის სურათი''.. ღმერთო ჩემო, ეს ის ხაზებია, რომელიც თითქოს ჩემს ღრმა წარსულის მოგონებებს აცოცხლებს თავშივე და გულს მტკენს იმით, რომ "ეს სურათი რეალობაში არც კი არსებობს''.. წარმოუდგენლად, შემიყვარდა ეს სიმღერა, პირველივე, მოსმენისთნავე, მეტიც ამეტირა კიდევაც, იმ დროს.. ცრემლებმა ლოყებიც კი შემიწითლა და მწვავედ ამიწვა, ამას რა დამავიწყებს.. მერე, კი კლიპს ვუყურე და ღმერთო ჩემო, მისი ტრაგიზმი, ინტროვერტიზმი და ძველი დროის ასეთი დიდი სიყვარული.. გეგონება, მუსიკალური კლიპი თქვენ თვითონვე დაგეგმეთ, ისეთი ამაღელვებელი და ამავდროულად დიდი სევდითაა სავსე იგი, რომ ამას სიტყვებიც კი ვერ გადმოსცემს.. დასასრული იმდენად ლამაზია, რომ კლიპის ყურებას ისევ თავიდან მიუბრუნდებით და დამერწმუნეთ, მიღებულ გადაწყვეტილებაში ნამდვილად არ შეცდებით..

    image

  • Torn
  • Song by Natalie Imbruglia

    ჩემი დაბადების (1997) წელი, უამრავი შესანიშნავი და გამორჩეული მუსიკალური ნაწარმოების შექმნის წლად დღემდე, საყოველთაოდ, ითვლება. თუმცა, ამავე წელს შექმნილი, ერთი სიმღერა რომელიც თავისი ორიგინალურობითა გამოირჩევა არის "დაფლეთილი''. თავისი, არანაკლებ, ორიგინალური მუსიკალური კლიპით იგი გვესაუბრებაზე სევდაზე, დაბნეულობასა და იმედგაცრუებაზე, რომელიც მისი გულის ნაწილებად "დაფლეთვა''-მ გამოიწვია.. "ილუზია, არასდროს, შეცვლილა რამე რეალურით'' ეს ხაზი კი ამ სიმღერას, საკულტო მუსიკალურ ნაწარმოებად აქცევს.. რადაგან ამ ხაზზე რეალური და ამავდროულად, სევდიანი, სხვა სახის, ფრაზა არც კი მოიძებნება, ამქვეყნად..

    image

    დიდი სიყვარულითა და

    ღრმა პატივისცემით,

    თქვენი ლიკუნა <3 <3

    0
    65
    2-ს მოსწონს
    ავტორი:ლიკა ზუბიაშვილი97
    ლიკა ზუბიაშვილი97
    65
      
    კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
    0 1 0