x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"ეს ისეთი ამბავია, ყველას რომ ჰგონია – მე არ მომივაო, მაგრამ ყველას შეიძლება მოუვიდეს”- რას წერს ნიკა ქავთარაძე

image


ცნობილი შოუმენი და ტელეწამყვანი ნიკა ქავთარაძე სოციალურ ქსელში ერთ ისტორიას იხსენებს და წერს:


"ბევრჯერ მომიყოლია ეს ამბავი, რადგან ბაბუაჩემი მამიაც ხშირად მიყვებოდა – ხვდებოდა, რომ სერიოზულად არ მიმქონდა გულთან. თან ეს ისეთი ამბავია, ყველას რომ ჰგონია – მე არ მომივაო. მაგრამ ყველას შეიძლება მოუვიდეს, რადგან ადამიანის ბუნება არ იცვლება ეპოქების მიუხედავად.


ამბავი


ახალგაზრდიბაში ბაბუაჩემი მამია კოლმეურნეობის თავმჯდომარე იყო. შესაბამისად გავლენიანი იყო, მანქანა ემსახურებოდა ერთი მეორე.
მისი ალალი ძმა შოთა კი ჩვეულებრივი ბუღალტერი იყო.
ნათესავები, რომლებისთვისაც შოთა და მამია ზუსტად ერთი იყვნენ, ამის მიუხედავად, რამე დიდ სუფრაზე (ქორწილი, ნათლობა და სხვა) დასაპატიჟებელ წერილს შემდეგი ტექსტით აგზავნიდნენ:
“ძვირფასო მამია, გთხოვთ გვეწვიოთ….”
შოთას არც კი ახსენებდნენ.


რაღაც დროის შემდეგ, მამიას და შოთას ცხოვრებაში რაღაცები შეიცვალა. მამიას მოუწია თანამდებობის დატოვება.
თუმცა ამ დროს შოთა გახდა ზესტაფონის ქალაქვაჭრობის მთავარი ფინანსისტი.


და რა მოხდა?


იგივე ადამიანებმა მოსაწვევების ტექსტები შეცვალეს და ახლა უკვე ასეთი დაპატიჟება მოდიოდა:
“ძვირფასო შოთა, გთხოვთ გვეწვიოთ….”
ასეთ ხალხში გვიწევს ცხოვრება დღესაც."- ვკითხულობთ ნიკა ქავთარაძის პოსტში.






0
229
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
229