x
image
Yoona
Mediator image
ძველი ტრადიცია ბრუნდება – რატომ ეძინა ადრე ცოლ–ქმარს ცალ–ცალკე?

ცნობილია, რომ ადამიანი თავისი სიცოცხლის მესამედს ძილში ატარებს. გასაკვირი არაა, რომ ძილს ამდენი ჩვეულება უკავშირდება. უმეტესობა მათგანი ძველ დროში გამოჩნდა, მაგრამ შეიცვალა რელიგიური მოთხოვნებისა და საზოგადოების მიერ მიღებული ნორმების მიხედვით. ცოლ–ქმრის ცალ–ცალკე წოლა, რომელიც თანამედროვე ოჯახებში გავრცელებულია, ერთ დროს საყოველთაოდ მიღებული წესი იყო. მართალია, არა ყოველთვის.



image



მრავალმა კვლევამ აჩვენა, რომ ცალკე ძილი დადებითად მოქმედებს როგორც ჯანმრთელობაზე, ასევე ოჯახური ცხოვრების ხარისხზე. ყველამ იცის ამ ფაქტის შესახებ და ბევრი თანამედროვე წყვილი ცალკე ძილს ირჩევს. ამასთან, ჩვენი მშობლები და ბებია–ბაბუები ღამის მოსვენების ასეთ მეთოდს უცნაურად ჩათვლიდნენ და ცუდ ნიშნად მიიჩნევდნენ.



image




ძველად ცოლ–ქმარს ცალ–ცალკე ეძინა, ეს ნორმალური და მიღებული იყო. ძველ რომში საძილე ადგილი და ცოლქმრული საწოლი მკაფიოდ იყო გამიჯნული. ცოლ–ქმარს ცალ–ცალკე ეძინა, ერთ საწოლზე ხვდებოდნენ მხოლოდ სასიყვარულო სიამოვნებისთვის. ბრიტანეთში ვიქტორიანულ ეპოქაში ერთად ძილი ცუდ ტონად ითვლებოდა. იაპონიაში მმართველები და მდიდარი არისტოკრატები ინტიმისთვის ცალკე სახლებში შეხვედრას ირჩევდნენ.



ყველაფერი შეიცვალა, როცა ხალხმა დაიწყო ქალაქის ვიწრო ბინებში ცხოვრება. ძალიან ცოტას შეეძლო ცალ–ცალკე საწოლების შეძენა, მით უფრო, ორი პირადი საძინებლის ქონა. სწორედ ამიტომ, ცოლქმრულმა საწოლმა თავისი ძირითადი მნიშვნელობა დაკარგა და გადაიქცა ბანალურ ორადგილიან საწოლად. ასე მოხდა ბევრ ქვეყანაში. მთელ მსოფლიოში ურბანიზაციამ წყვილებს ერთად წოლა აიძულა.



რას ამბობენ მეცნიერები?

image



2005 წელს ძილის მეცნიერმა ნილ სტენლიმ ერთად და ცალკე ძილის შესახებ დიდი კვლევა ჩაატარა. სტენლი იმ დასკვნამდე მივიდა, რომ ჩვენმა შორეულმა წინაპრებმა ბევრი რამ იცოდნენ დასვენების შესახებ და ამიტომ ცალ–ცალკე იძინებდნენ. სტენლიმ აღმოაჩინა, რომ როცა ადამიანებს ერთად სძინავთ, საკმარისად გამოძინებას ვერ ახერხებენ. დილით დაღლილობის გრძნობა, რომელიც ბევრს წლების განმავლობაში აწუხებს, ამით შეიძლება იყოს გამოწვეული.




ბოლო დროს სულ უფრო მეტი წყვილი მეცნიერების აზრს ითვალისწინებს. არიან ისინიც, ვინც თვლის, რომ ცოლისა და ქმრის ცალ–ცალკე ძილი ურთიერთობაში პრობლემების ნიშანია. ამერიკელმა ფსიქოთერაპევტმა, კენ პეიჯიმ მრავალი გამოკითხვის ჩატარების შემდეგ აღმოაჩინა, რომ ასე არაა. ის ამტკიცებს, რომ სხვადასხვა საწოლში ძილი, პირიქით, ურთიერთობას აძლიერებს.



image



პეიჯი ამბობს, რომ როცა ადამიანები ძილში ერთმანეთს არ აწუხებენ, მათი ურთიერთობა თბება. საიდუმლო არაა, რომ ბევრი ქორწილი სწორედ წვრილმანი უსიამოვნების გამო ინგრევა, როგორიცაა ერთ–ერთი მეუღლის ხვრინვა ან რეჟიმში განსხვავება.



ასევე დაგაინტერესებთ:

1. მეცნიერებმა დაადგინეს – მორწმუნეები უფრო მეტ სიამოვნებას იღებენ სექსისგან, ვიდრე ათეისტები

2. უწყვილოდ სამხრეთ კორეაში – რა დამოკიდებულება აქვთ კორეელებს მარტოხელების მიმართ და ვინ არის სამპოს თაობა

3. ფრაზები, რომლის მოსმენაც ქალს შეყვარებულისგან არასდროს არ სურს

4. მამაკაცის 6 ჩვევა, რომელიც ნებისმიერ ქალს ჭკუიდან გადაიყვანს

5. ფუმფულა ქალები ქორწინებას ბედნიერს ხდიან და ამას მეცნიერება ამტკიცებს

უფრო მეტი იხილეთ აქ: Yoona-ს არხი
0
1219
1-ს მოსწონს
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
1219
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0