x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
პერუში აღმოჩენილი უცხოპლანეტელთა მუმიების საიდუმლო ამოხსნილია
image

გასულ ოქტომბერში პერუში ნაპოვნი "უცხოპლანეტელთა მუმიების" ირგვლივ არსებული საიდუმლო ამოხსნილია. რა იყო ეს?


"უცხოპლანეტელებთან შეხვედრები" ბოლო კვირების განმავლობაში ამერიკის ორივე კონტინენტზე გახშირდა: ამ თვის დასაწყისში, ინტერნეტში გამოჩნდა უცნაური შეთქმულების თეორია, რომელიც ამტკიცებდა, რომ უცხოპლანეტელები ეწვივნენ მაიამის სავაჭრო ცენტრს, ხოლო გასულ კვირას, ქალი, რომელიც ოჯახთან ერთად ლაშქრობაში იყო ბრაზილიაში. გადაიღო "სამ მეტრიანი არსებები", რომლებიც იდგნენ გორაკის თავზე და რა თქმა უნდა, ყველაზე დიდი ამბები პერუდან: ლიმის აეროპორტში მუყაოს კოლოფში ნაპოვნი ორი პატარა „ჰუმანოიდური“ არსება, რომელმაც მსოფლიო პრეს მოიარა და ამ "აღმოჩენით" NASA-ც კი დაინტერესდა;

image


ახლა ალბათ დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს საიდუმლო ერთხელ და სამუდამოდ ამოხსნილია.


აღმოჩენილი "არსებები" მუმიფიცირებული ჩანდნენ და ტრადიციული ანდების სამოსში იყვნენ გამოწყობილი. ბუნებრივია, მათმა გარეგნობამ ბევრი სპეკულაცია გამოიწვია და ზოგიერთმა გადაწყვიტა, რომ ისინი შეიძლება ნამდვილი იყვნენ. იმდენად, რომ პერუს ოფიციალურმა პირებმა გადაწყვიტეს შეემოწმებინათ "მუმიები", რათა დაედგინათ, თუ რა იყვნენ ისინი და საიდან გაჩდნენ.

image

ეს ცუდი ამბავია მათთვის, ვისაც დედამიწაზე უცხოპლანეტელების არსებობის დადასტურების იმედი ჰქონდა, რადგან ირკვევა, რომ ეს ორი ნიმუში მთლიანად ადამიანის მიერ არის შექმნილი. ამის შესახებ 12 იანვარს გამართულ პრესკონფერენციაზე გახდა ცნობილი.


„დასკვნა მარტივია: ეს უცხოპლანეტელები არ არიან. ეს არის თოჯინები, რომლებიც დამზადებულია ამ პლანეტის ცხოველების ძვლებისგან, გამოყენებულია თანამედროვე სინთეტიკური წებო . ასე რომ, ისინი არ არიან წინა-ესპანური ხანიდან. ეს სრულიად მოგონილი ამბავია“, - თქვა ფლავიო ესტრადამ, პერუს იურიდიული მედიცინისა და კრიმინოლოგიის ინსტიტუტის არქეოლოგმა.

image

კვლევამ აჩვენა, რომ თოჯინების შესაქმნელად გამოიყენეს ფრინველების, ძაღლების და სხვა ცხოველების ძვლები. "მუმიფიცირებული უცხოპლანეტელების" გამოჩენა მას შემდეგ მოხდა, რაც მექსიკელმა უფოლოგმა ჟურნალისტმა ხაიმე მაუსანმა განაცხადა, რომ რამდენიმე მუმიცირებული უცხოპლანეტელის ეგზემპლარი აქვს.


70 წლის ჟურნალისტი ამტკიცებდა, რომ ეს იყო მრავალი საუკუნის წინ გარდაცვლილი უცხოპლანეტელების ცხედრები, რომლებიც აღმოაჩინეს პერუში, ქალაქ კუსკოს დიატომის წყალმცენარეებში და ამბობდა, მათი აღმოჩენა იყო ყველაზე მნიშვნელოვანი კაცობრიობის ისტორიაში.


„ეს ნიმუშები დედამიწის ევოლუციის ნაწილია. ნაშთები ვიპოვეთ იმ ადგილებში, სადაც დაგროვილი იყო დიატომები და არა იქ, სადაც უცხოპლანეტელთა ხომალდი ჩამოვარდა. ეს გონიერი არსებები ცხოვრობდნენ ჩვენთან, ადამიანებთან ერთად. Ჩვენ არ ვართ მარტო! - ამტკიცებდა მაუსანი.

0
319
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
319
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0