კინო არიადნა შენგელაია-საბჭოთა კინოს დედოფალი 2024, 13 იანვარი, 15:37 ![]() 13 იანვარი გერმანულ-რუსული წარმოშობის ქართველი მსახიობის, საქართველოს სახალხო არტისტის, არიადნა შენგელაიას დაბადების დღეა.(ნამდვილი გვარია შპრინკი)მას 87 წელი შეუსრულდა. დაიბადა ტაშკენტში(უზბეკეთი, 1937 წელს), 1960 წელს დაამთავრა საკავშირო კინემატოგრაფიის სახელმწიფო ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი (ბ. ბელოკუროვის სახელოსნო). სწორედ იქ გაიცნო მომავალი მეუღლე, რეჟისორი ელდარ შენგელაია.თუმცა ფილმებში უკვე 1957 წლიდან იღებდნენ.შენგელაიამ პირველი პრემია მიიღო კიევის საკავშირო კინოფესტივალზე ტატიანა ლარინას როლის შესრულებისთვის ფილმში „ევგენი ონეგინი“ ![]() შემდეგ იყო კლეოპატრას და ანა ფრანკის როლები თბილისის გრიბოედოვის სახელობის დრამატულ თეატრში. 1960 წლიდან მუშაობდა კინოსტუდია „ქართულ ფილმში“. მისი კინოდებიუტი შედგა ფილმში „ეკატერინა ვორონინა“. ![]() ![]() ![]() არისტოკრატიული სილამაზის ქალი საბჭოთა კავშირის ერთ-ერთ ულამაზეს მსახიობ ქალად აღიარეს. ![]() ![]() მსახიობმა მთლიანად 50 ფილმში ითამაშა, აქედან 9 ფილმი ქართულია.მათ შორის:"ჯვარცმული კუნძული", არ დაიდარდო“, „მთვარის მოტაცება“, „ფრთხილად, ბებიაა“, „თეთრი ქარავანი“, „შერეკილები" და სხვა. ![]() ![]() ![]() ![]() 504 3-ს მოსწონს
|