x
მეტი
  • 22.12.2024
  • სტატია:138972
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512523
ილონ მასკმა ეგვიპტის პირამიდების საიდუმლო გაამხილა

ილონ მასკი მეტად არაორდინალური პიროვნებაა და მან არაერთხელ შეიცვალა აზრი ჩვენს სამყაროზე და კაცობრიობის წარსულზე... და ეს, გასაკვირი არც არის — გარემომცველი სამყაროს მოდელი, თითოეული ადამიანისთვის, დროთა განმავლობაში, ვითარდება და იმაზე, თუ როგორ ვხედავთ სამყაროს, გავლენას ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაცია და ფაქტები ახდენს.


image


მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი, რომელიც კოსმოსთან და მაღალტექნოლოგიურ სამეცნიერო კვლევებთან არის დაკავშირებული, ნამდვილად არ განიცდის ინფორმაციის ნაკლებობას... და ამ ფონზე, ცოტა ხნის წინ, მან განაცხადა, რომ ეგვიპტის პირამიდები უცხოპლანეტელების მიერ არის აშენებული: «რა თქმა უნდა, პირამიდები უცხოპლანეტელებმა ააშენეს», — დაწერა მასკმა ტვიტერში.

«დედამიწაზე უცხო ცივილიზაციების საქმიანობის თვალსაჩინო კვალის არარსებობა, რომელიც მისი განვითარების მილიარდობით წლის მანძილზე, მთელ სამყაროში უნდა დასახლებულიყო, მხოლოდ იმით აიხსნება, რომ ჩვენ მათ ვერ ვხედავთ — მეტისმეტად პრიმიტიულები ვართ საიმისოდ, რომ განვითარებული კოსმოსური ცივილიზაციების სასიცოცხლო აქტივობის ნაკვალევი აღმოვაჩინოთ» — ამბობს მასკი.

მასკის განცხადებამ, პირამიდებთან დაკავშირებით, ძალიან შეაცბუნა ეგვიპტის ხელისუფლება, რომლსაც პირამიდებთან, თუ სფინქსის სიახლოვეს, ყველა სახის გათხრები აკრძალა. ქვეყნის ხელისუფლებამ ოფიციალური უარყო მსგავსი ინფორმაცია და მასკი ეგვიპტეში «სასაუბროდ» მიიწვია, რათა პირამიდების «მიწიერ» წარმოშობაში, თავად დარწმუნებულიყო.


image


მაგრამ, თავად მასკმა თუ მიიღო პირდაპირი მტკიცებულება დედამიწაზე უცხოპლანეტელების არსებობის შესახებ? მისი ყველა კოსმოსური ხომალდის გაშვება, ინტერნეტით, პირდაპირ ეთერში გადაიცემა და მას თვალს, მილიონობით ადამიანი ადევნებს... და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ზოგიერთი მათგანი, ტრანსლირების კადრებზე, უცნაურ რაღაცეებს პოულობს. მაგ., სფეროებს, საკმაოდ დიდი ზომის სიგარისმაგვარ ობიექტებს, სხვადასხვა ფორმის და ზომის ამო–ს. ეს ყველაფერი დოკუმენტირებული და ყველასთვის ხელმისაწვდომია. თუმცა, სამეცნიერო დასკვნა არ არსებობს.

მასკის მიერ უცხოპლანეტელების თემის «წამოწევის» შემდეგ, არაერთმა მეცნიერმა გააკეთა კომენტარი. მათ შორის მანჩესტერი უნივერსიტეტის პროფესორმა ბრაინ კოქსმა (Brian Edward Cox), რომელმაც აღნიშნა, რომ ჩვენ შეგვეძლო, წარსულის ერთ–ერთ ცივილიზაციას, უბრალოდ, დროში ავცდენოდით. ამის მიზეზი კი, შეიძლება, მათ მიერ საკუთარი თავის განადგურება იყოს.

თუ ამ აზრს განვავითარებთ და დავუშვებთ, რომ კაცობრიობა მარტოა ამ სამყაროში, გავაცნობიერებთ, თუ რამდენად საშიშია გლობალური სამხედრო კონფლიქტები, რადგან დღეს არსებული ცივილიზაციის განადგურებით, სამყაროს უდიდესი გენოციდის აქტს ჩავიდენთ...


image

სხვა სიახლეები:


* არქეოლოგიური აღმოჩენა, რომელიც ჯერ კიდევ საიდუმლოს წარმოადგენს

* ახალი "ტრენდი" – შეღებილი შინაური ცხოველები (15 ფოტო)

* XXI საუკუნის დაავადება და საინტერესო ფაქტები ორშაბათის შესახებ

* ინგლისური სახალისო ისტორიები



0
1244
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1244
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0