x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
"პაკროვსკის დედათა მონასტერში, სადაც წმინდა მატრონაა დასვენებული შვილებთან ერთად ვიყავი" - მეგი გოგიტიძე
image

.

"დღეს (11.01.24) ჩემს შვილებთან ერთად ვიყავი პაკროვსკის დედათა მონასტერში, სადაც დასვენებულია ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი წმინდანის, წმინდა მატრონას უხრწნელი წმინდა ნაწილები.

ასევე მონასტრის ეზოში დაბრძანებულია მისი ხატი, რომელიც სასწაულმოქმედია. დიდება უფალს...


მე მჯერა, რომ ყოველი ცუდი გადაივლის… არ დაგვავიწყდეს არავის, რომ უფალი ყველაზე დიდია და მას ვერ აღუდგება ვერავინ... ვერავითარი სულიერი და უსულო…

უფალი ამბობს: "კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესია ჩემი და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერა ერეოდეს მას" - წერს რუსეთში მოღვაწე მომღერალი მეგი გოგიტიძე სოციალურ ქსელში და ვიდეოს აქვეყნებს.

.

სამების ტაძრის წინამძღოლი კი ფეისბუქზე წერს, რომ ამ ხატის დაბრძანება საპატრიარქოსთვის არ უცნობებია. არადა ის რამდენიმე თვეა სამების ტაძარს შესწირეს.

.

"მე, როგორც სამების საკათედრო ტაძრის კეთილმოწესე, ჩემი პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, შექმნილი ვითარების გამო, შენდობას ვითხოვ დედა ეკლესიისა და მორწმუნე საზოგადოების წინაშე.

ხატის ტაძარში დაბრძანება უნდა მეცნობებინა საპატრიარქოსთვის" - ამის შესახებ არ­ქი­მან­დრი­ტი იო­ვა­ნე მჭედ­ლიშ­ვი­ლი სოციალურ ქსელში წერს.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ მატ­რო­ნას ხატ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სკან­და­ლუ­რი ბოლო კვი­რაა სა­ქარ­თვე­ლო­ში ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე აქ­ტუ­ა­ლურ თე­მად რჩე­ბა. სა­მე­ბის ტა­ძარ­ში დაბ­რძა­ნე­ბულ მატ­რო­ნას ხატ­ზე, რო­მე­ლიც ტა­ძარს და­ვით თარ­ხან მო­უ­რავ­მა შეს­წი­რა, აღ­მოჩ­ნდა, რომ სტა­ლი­ნიც იყო გა­მო­სა­ხუ­ლი, რა­საც სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხრი­დან პრო­ტეს­ტი მოჰ­ყვა. სა­პატ­რი­არ­ქოს მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბი­დან ირ­კვე­ვა, რომ ისი­ნი მი­მარ­თა­ვენ შე­მომ­წირ­ველთ, თვი­თონ შე­ი­ტა­ნონ სა­თა­ნა­დო ცვლი­ლე­ბე­ბი ხატ­ში, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში კი ამას თა­ვად გა­ა­კე­თე­ბენ.

.

0
87
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
87
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0