x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
Mediator image
„მიშას ჩამოსვლამ 18 000 ხმა შემატა, ამდენით მეტი მიიღეს წინა წელთან შედარებით,“ - ჩერგოლეიშვილი

image

"ტა­ბუ­ლას“ დამ­ფუძ­ნე­ბელ­მა თა­მარ ჩერ­გო­ლე­იშ­ვილ­მა "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა "ნი­უს­რუმ­ში“ გა­ნა­ცხა­და, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლი უნდა შე­ე­გუ­ოს, რომ ის არ არის ერ­თა­დერ­თი ლი­დე­რი.

"რა მოხ­და ამ 50 დღე­ში, რაც მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი ჩა­მო­ვი­და, ის და­ი­ჭი­რეს, ამან მო­ახ­დი­ნა "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ამომ­რჩევ­ლის კონ­სო­ლი­და­ცია, "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას“ კი მის­მა ჩა­მოს­ვლამ 18 000 ხმა შე­მა­ტა, სწო­რედ ამ­დე­ნით მეტი ხმა მი­ი­ღეს, ვიდ­რე 2020 წლის არ­ჩევ­ნებ­ზე.

და­ი­წყო შიმ­ში­ლო­ბა, პო­ლი­ტი­კუ­რი დევ­ნის შე­წყვე­ტის მო­თხოვ­ნით, ამ მო­თხოვ­ნის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოც არა­ფე­რი მქონ­და, მაგ­რამ ამ მიზ­ნით შიმ­ში­ლო­ბის და­წყე­ბის წი­ნა­აღ­მდე­გი ვი­ყა­ვი. შიმ­ში­ლო­ბე­ბის პრაქ­ტი­კა აჩ­ვე­ნებს, რომ ამას აკე­თებ მა­შინ, რო­დე­საც და­სა­კარ­გი არა­ფე­რი გაქვს, არა­და, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ მო­წი­ნა­აღ­მდე­გე ოპო­ზი­ცი­ას ბევ­რი რამ გვაქვს და­სა­კარ­გი. ჩვენ უბ­რა­ლო უმ­რავ­ლე­სო­ბა გვაქვს ხელ­ში, არ შე­იძ­ლე­ბა ამ ვი­თა­რე­ბა­ში იმის ძა­ხი­ლი, რომ უბ­რა­ლო უმ­რავ­ლე­სო­ბა გვი­ჭი­რავს ხელ­ში, არ­ჩევ­ნე­ბი გა­ყალბ­და, არ გა­მოგ­ვი­ვი­და და ახალ რე­ვო­ლუ­ცია გვინ­დაო, რე­ვო­ლუ­ცი­ის­თვის კი­დევ უფრო დიდი რი­ცხობ­რი­ვი უპი­რა­ტე­სო­ბა გჭირ­დე­ბა. მაგ საქ­მე­ზე ყვე­ლა არ მოგ­ყვე­ბა, და­ვი­ნა­ხეთ, რომ აქ­ცი­ა­ზე არ გა­მო­დის ყვე­ლა ის ადა­მი­ა­ნი, ვინც ივა­ნიშ­ვი­ლის წი­ნა­აღ­მდეგ ხმას აძ­ლევს. ეს მო­ცე­მუ­ლო­ბა ჩან­და ოპო­ზი­ცი­უ­რი არ­ხე­ბის ეგ­ზიტ­პო­ლე­ბის შე­დე­გებ­შიც.

არა­ნა­ი­რი რე­ა­ლის­ტუ­რი სა­ფუძ­ვე­ლი არ არ­სე­ბობ­და, რომ ივა­ნიშ­ვილს მიშა გა­ე­თა­ვი­სუფ­ლე­ბი­ნა ან ამა­ში რო­მე­ლი­მე და­სავ­ლელ აქ­ტორს და­ე­ჭი­რა მხა­რი. გლ­დან­ში გა­დაყ­ვა­ნამ­დე და­სავ­ლე­თის­გან დიდი რე­აქ­ცია არც ყო­ფი­ლა“, - გა­ნა­ცხა­და ჩერ­გო­ლე­იშ­ვილ­მა.

მისი თქმით, და­სავ­ლე­თის­თვის სა­ა­კაშ­ვი­ლი დიდი ხა­ნია სა­ი­მე­დო პარტნი­ო­რი აღარ არის.

"მას რა­ღა­ცებ­ზე უთან­ხმდე­ბი­ან, მერე ის აგ­დებს, ამას­თან­ვე ღი­რე­ბუ­ლე­ბებ­თან პრობ­ლე­მე­ბი და­ე­წყო. თა­ვი­სი თავი გახ­და იდეა, ნაც­ვლად იმი­სა, რომ დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი იდე­ა­ლე­ბის­თვის ებ­რძო­ლა და თვი­თონ უფრო თავ­მდაბ­ლად მოქ­ცე­უ­ლი­ყო. ამი­ტო­მაც გა­უჩ­ნდა პრობ­ლე­მე­ბი და­სავ­ლეთ­თან“, - გა­ნა­ცხა­და ჩერ­გო­ლე­იშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე გან­ცხა­დე­ბით, სა­ბო­ლოო ჯამ­ში შიმ­ში­ლო­ბის მო­თხოვ­ნა იქცა სა­ა­კაშ­ვი­ლის სა­მო­ქა­ლა­ქო კლი­ნი­კა­ში გა­დაყ­ვა­ნა მა­შინ, რო­დე­საც სულ რომ არ ეშიმ­ში­ლა ეს სუ­ლაც არ გახ­დე­ბო­და სა­ჭი­რო.

"ჩვენ და­ვარ­ტყით დიდი წრე. ვირ­ბი­ნეთ და რა არის შე­დე­გი? ხალ­ხი შიმ­ში­ლობ­და იმი­ტომ, რომ სა­ა­კაშ­ვილს შე­ე­წყვი­ტა შიმ­ში­ლო­ბა, ასე­თი უაზ­რო სი­ტუ­ა­ცია მი­ვი­ღეთ“, - გა­ნა­ცხა­და მან.

ჩერ­გო­ლე­იშ­ვი­ლის აზ­რით, დამ­ტკიც­და, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლი გა­მა­ერ­თი­ა­ნე­ბე­ლი ფი­გუ­რა აღარ არის: "ყვე­ლა­ზე დიდი პრო­ტეს­ტი იყო გავ­რი­ლო­ვის ღა­მეს, რო­დე­საც ადა­მი­ა­ნე­ბი იდე­ამ გა­ა­ერ­თი­ა­ნა".

ჩერ­გო­ლე­იშ­ვი­ლის თქმით, სა­წი­ნა­აღ­მდე­გო აზ­რის გა­გო­ნე­ბა, სა­ა­კაშ­ვილს არ სურს.

"ის მხო­ლოდ ღვთა­ებ­რი­ვი იდე­ი­დან ამო­დის, ის არის მე­სია, მან უნდა უშ­ვე­ლოს, ვინც ამას არ იზი­ა­რებს, ის არის მო­ღა­ლა­ტე... უნდა შე­ე­გუ­ოს, რომ ის არ არის ერ­თა­დერ­თი და არის ერთ-ერთი ლი­დე­რი... უნდა შე­ე­გუ­ოს რომ ჩა­ი­ა­რა იმ ციკლმა, როცა სუ­პერ­გმი­რი­ვით იყო და წმინ­და გი­ორ­გი­ვით რომ მოგ­ვევ­ლი­ნა... ის რე­ა­ლო­ბას უარ­ყოფს 2012 წლი­დან. უნდა მორ­ჩეს რე­ა­ლო­ბის უარ­ყო­ფას. რე­ა­ლო­ბა არის ის, რომ ის არის პა­ტი­მა­რი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ცი­ხე­ში. რო­გორც გიგი უგუ­ლა­ვა, ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლი, ნიკა მე­ლია ის­ხდნენ ცი­ხე­ში, რო­გორც ბაჩო ახა­ლა­ია ზის ახლა, ასე მო­უ­წევს სა­ა­კაშ­ვილ­საც", - გა­ნა­ცხა­და თა­მარ ჩერ­გო­ლე­იშ­ვილ­მა "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის" ეთერ­ში.

0
494
1-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
Mediator image
494
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0