საზოგადოება "პაკროვსკის დედათა მონასტერში, სადაც წმინდა მატრონაა დასვენებული შვილებთან ერთად ვიყავი" - მეგი გოგიტიძე 2024, 15 იანვარი, 11:22 . "დღეს (11.01.24) ჩემს შვილებთან ერთად ვიყავი პაკროვსკის დედათა მონასტერში, სადაც დასვენებულია ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი წმინდანის, წმინდა მატრონას უხრწნელი წმინდა ნაწილები. ასევე მონასტრის ეზოში დაბრძანებულია მისი ხატი, რომელიც სასწაულმოქმედია. დიდება უფალს... მე მჯერა, რომ ყოველი ცუდი გადაივლის… არ დაგვავიწყდეს არავის, რომ უფალი ყველაზე დიდია და მას ვერ აღუდგება ვერავინ... ვერავითარი სულიერი და უსულო… უფალი ამბობს: "კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესია ჩემი და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერა ერეოდეს მას" - წერს რუსეთში მოღვაწე მომღერალი მეგი გოგიტიძე სოციალურ ქსელში და ვიდეოს აქვეყნებს. . სამების ტაძრის წინამძღოლი კი ფეისბუქზე წერს, რომ ამ ხატის დაბრძანება საპატრიარქოსთვის არ უცნობებია. არადა ის რამდენიმე თვეა სამების ტაძარს შესწირეს. . "მე, როგორც სამების საკათედრო ტაძრის კეთილმოწესე, ჩემი პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, შექმნილი ვითარების გამო, შენდობას ვითხოვ დედა ეკლესიისა და მორწმუნე საზოგადოების წინაშე. ხატის ტაძარში დაბრძანება უნდა მეცნობებინა საპატრიარქოსთვის" - ამის შესახებ არქიმანდრიტი იოვანე მჭედლიშვილი სოციალურ ქსელში წერს. შეგახსენებთ, რომ მატრონას ხატთან დაკავშირებული სკანდალური ბოლო კვირაა საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ თემად რჩება. სამების ტაძარში დაბრძანებულ მატრონას ხატზე, რომელიც ტაძარს დავით თარხან მოურავმა შესწირა, აღმოჩნდა, რომ სტალინიც იყო გამოსახული, რასაც საზოგადოების მხრიდან პროტესტი მოჰყვა. საპატრიარქოს მიერ გავრცელებული განცხადებიდან ირკვევა, რომ ისინი მიმართავენ შემომწირველთ, თვითონ შეიტანონ სათანადო ცვლილებები ხატში, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ამას თავად გააკეთებენ. . 87 შეფასება არ არის
|