x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"მხსნელო უფალო.."-სტალინი თავის უკანასკნელ ლექსში უფალს მიმართავს?

image

რადგან ასე აქტუალურია სტალინის თემა ეს ბოლო დღეები გასაგები მიზეზების გამო, ინტერნეტის ქართულ კონტენტში წამოტივტივდა სტალინის უკანასკნელი ლექსი, რომელიც თითქოს 1953 წელს არის დაწერილი და სადაც უფალს მიმართავს(შეგახსენებთ სტალინი გარდაიცვალა 1953 წლის 5 მარტს), აქამდე ითვლება, რომ სტალინმა უკანასკნელი ლექსი 1949 წელს დაწერა, ისიც რუსულ ენაზე, სახელწოდებით Послушник, რომლის ქართული თარგმანიც არსებობს, დანარჩენი რამდენიმე ლექსი კი ახალგაზრდობაში აქვს დაწერილი სოსელოს ფსევდონიმით;


მოდით სპეციალისტებს მივანდოთ, ეს მართლა სტალინის ლექსია თუ მორიგი ფეიკი, ჩვენ კი მაინც გაგაცნობთ ამ ლექსს, რომელიც მხოლოდ ქართულენოვან კონტენტში იძებნება.



“მხსნელო უფალო, საწადელი თუკი გამანდე,


თუკი საწუთროს მე მორჩილი – შენში მომანდობ,

თუ არჩევანი შენ ჩემს ბედზე დადე ფორანზე,

შენგან იმედი – შემოქმედად უნდა მომმადლო.

არ დაგცდენია სამდურავი შენ ჯვარზე დაღლილს,

და გაუძელი ბოროტების მახეს ტიალსაც,

შენ ჭირთა თმენით დაამცირე მსახვრალი ბადე

და გაძარცული დაუტოვე ეშმაკს მზირალსაც.

ჟამი მიმწუხრის, წასასვლელად უნდობლად მიხმობს

და მხოლოდ შენში მივენდობი ჩემს ბედს გამრიგედ,

თუკი ეს ზეცაც ხვალინდელი დილას მე მითმობს,

ჩემს ნამოქმედარს შენ მოგანდობ, ვით დღეს ხვალინდელს.”




ბარემ მის სტალინის ზემოთ ნახსნებ ლექსსაც წარმოგიდგენთ, რომელიც ოფიციალურად მის უკანასკნელ ლექსად ითვლება და დაწერილია 1949 წელს, როგორც ორიგინალს ასე ქართულ თარგმანს;(მთარგმნელი: მზია თვალაბეიშვილი)


Сталин

ПОСЛУШНИК (1949-й г.)


(стих И.Джугашвили, найденный в его архиве.)


Поговорим о вечности с тобою:

Конечно, я во многом виноват!

Но КТО-ТО правил и моей судьбою,

Я ощущал ТОТ вездесущий взгляд.

ОН не давал ни сна мне, ни покоя

ОН жил во мне и правил СВЫШЕ мной.

И я, как раб ВСЕЛЕНСКОГО НАСТРОЯ,

Железной волей управлял страной.

Кем был мой тайный ВЫСШИЙ ПОВЕЛИТЕЛЬ?

Чего хотел ОН, управляя мной?

Я, словно раб, судья и исполнитель -

Был ВСЕМ над этой нищею страной.

И было всё тогда непостижимо:

Откуда брались сила, воля, власть.

Моя душа как колесо машины,

Переминала миллионов страсть


*

И лишь потом, весною в 45-м,

ОН прошептал мне тихо на ушко:

“Ты был моим послушником, солдатом

И твой покой уже недалеко!“



მორჩილი /მარადიულზე ვისაუბროთ/


/იოსებ ჯუღაშვილის ლექსი ნაპოვნი მის არქივში/



მარადიულზე ვისაუბროთ, მოდი, მართლაცდა:

ეს უდაოა, ბევრ რამეში ვარ დამნაშავე!

მაგრამ ვიღაცა ბედისწერას ჩემსას მართავდა,

ის მზერა მდევდა ყოვლისმჭვრეტი, ვგძნობდი ამას მე.

არ მასვენებდა, არ მაძინებდა იგი არასდროს,

ჩემში ცოცხლობდა, თან მაღლიდან მმართავდა ფიცით,

მე, როგორც მონა სამყაროთა განწყობის, ამ დროს

ფოლადის ნებით მივუძღოდი ქვეყანას, ვიცი.

ვინ იყო ჩემი იდუმალი ზე მბრძანებელი,

რისი თქმა სურდა ჩემი მართვით, ვერას ვადგენდი,

მე, როგორც, მონა, მოსამართლე, შემსრულებელი –

ამ ღატაკ ქვეყნის ყველაფერსაც წარმოვადგენდი.

და სინამდვილე იყო ისე მიუწვდომელი,

საიდან მქონდა ძალა, ნება, ძალაუფლება,

მანქანის ბორბალს ჰგავდა სული ჩემი, რომელიც

თელავდა ვნებებს მილიონთა, ჰქონდა უფლება*.

–––

და მხოლოდ შემდეგ, გაზაფხულზე 45–ის,

მან ჩამჩურჩულა ეს სიტყვები იდუმალ არსის:

„შენ ჯარისკაცი, თან მორჩილი იყავი ჩემი,

და დასვენებაც შენი, უკვე, შორს აღარ არის“.



იხილეთ მსგავს თემაზე:არა მარტო "ვარდს გაეფურჩქნა კოკორი"....სტალინის 5 საუკეთესო ლექსი

0
693
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
693
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0