ისტორია ბრიტანელმა მეზღვაურებმა ლამის ბოლომდე დაშალეს სამხედრო გემი, ყველაფერში დამნაშავე კი ქალები იყვნენ 8 იანვარი, 18:09 მეთვრამეტე საუკუნის ნახევარში ბრიტანული სამხედრო ხომალდი HMS Dolphin", 24-ზარბაზნიანი ფრეგატი კაპიტან ჯონ ბაირონის მეთაურობით გავიდა პირველ მოგზაურობაში დედამიწის ირგვლივ. გემის მრავალრიცხოვან შეჩერებებს შორის ყველაზე სახიფათო აღმოჩნდა გაჩერება ტაიტში. ბრიტანელები ლამის სამუდამოდ ჩარჩნენ ტაიტში. არა, საქმე რაიმე სახის დაავადებებს ან კანიბალ ავორიგენებს სულაც არ ეხებათ, პრაქტიკულად კანიბალები არც იყვნენ ტაიტზე. საფრთხის მიზეზი გახდა ტაიტელი ქალები, რომლებსაც ბრიტანელი მეზღვაურებისგან მხოლოდ რკინის დეტალები და ნივთები უნდოდათ, სამაგიეროდ კი ბრიტანელებს ინტიმურ მომსახურებას სთავაზობდნენ. სექსი უცხოტომელებთან ტაიტელი ქალებისთვის ცოდვად არ ითვლებოდა. ეს იყო ძვირადღირებული რკინის ნივთების თუ დეტალების შოვნის მარტივი მეთოდი. აბა რომელი მეზღვაური იტყოდა ტროპიკული სილამაზის გოგოებთან ინტიმზე უარს (სხვათაშორის ტაიტზე დღესაც არაა შეზღუდვა ამ მხრივ, ოღონდ უცხოელები უკვე რკინის ნაცვლად ფულს იხდიან). თავიდან მეზღვაურები ადგილობრივ გოგოებს რკინის კოვზებს, დანებს, ტყვიებს და სხვადასხვაგვარ რკინის დეტალებს უცვლიდნენ ინტიმუმ მომსახურებაში. შემდეგ უკვე პისტოლეტების, თოფების და მკერდზე დასაკიდი ჯვრების გაცვლას მიჰყვეს ხელი. მოგზაურობის გაგრძელება დადგა საფრთხის ქვეშ, რადგან მეზღვაურებმა გემზე შემოკრული ფიცრებიდან ლურწმნების ამოძრობა დაიწყეს, ხის ფრეგატს დაშლის საფრთხე დაემუქრა. გემის კაპიტან ბაირონის მკვეთრმა და მკაცრმა რეაქციამ და განცხადებამ, რომ გემის მთავარ ანძაზე ჩამოკიდებდა ყველას, ვინც გემიდან რაიმე სახის რკინის დეტალს გადაიტანდა, მეზღვაურები დააშოშმინა, რადგან იცოდნენ კაპიტანს ხუმრობა არ უყვარდა. ასე გადაარჩინა მკაცრმა კაპიტანმა გემიც და საკუთარი თავიც. კაპიტანმა ბრძანება გასცა გემის მარაგი ნაწილებიდან, გემი სრულად აღედგინათ, ნაპირზე გადასვლის მსურველებს კი საკუთარი ხელით დახვრეტას დაპირდა. ასე გადაარჩინა სამეფო საზღვაო-სამხედრო ფლოტის ფრეგატი კაპიტანმა ბაირონმა. 283 5-ს მოსწონს |