ფსიქოლოგია ქალმა თავის დის ქმართან გააბა რომანი - რა რჩევა მისცა სპეციალისტმა? 8 იანვარი, 15:31
იმისათვის, რომ არ დაკარგოთ ოჯახის ნდობა, თქვენ უნდა შეწყვიტოთ ცოლიან მამაკაცთან შეხვედრა და ინტიმური ფოტოების გაგზავნა. ეს რჩევა სექს-ფსიქოლოგმა ჯეინ ო'გორმანმა მკითხველს მისცა კითხვაზე თუ რამდენად აქვს შანსი დის ქმართან სერიოზული ურთიერთობა დაამყაროს.წერს Daily Star.
ახალგაზრდა ქალმა დახმარებისთვის მიმართა ო'გორმანს მას შემდეგ, როდესაც დაწვა დის ქმართან იმის იმედით, რომ მამაკაცი დაშორდებოდა დას და იცხოვრებდა მასთან. „ჩვენ გასული წლის მარტში შევხვდით პირველად ერთმანეთს. მაშინ ვიყავით წვეულებაზე, რომელიც ჩვენმა საერთო მეგობრმა მოაწყო. გარეთ ჰაერზე გავედი, და ისიც გამომყვა. რამდენიმე წუთის შემდეგ ჩვენ ერთმანეთს ვკოცნიდით“, - იხსენებს მკითხველი. მისი თქმით, რომანი 10 თვეა გრძელდება, მაგრამ ამ ბოლო დროს საყვარლები არ ხვდებიან ერთმანეთს, რადგან მამაკაცი მეუღლესთან ერთად სხვა ქალაქში ცხოვრობს. მიუხედავად ამისა, ისინი აგრძელებენ მიმოწერას და ერთმანეთს ეროტიკულ სურათებს უგზავნიან. თუმცა, ქალის თქმით, იგი შეშფოთებულია, რადგან მისი საყვარელი უცნაურად იქცევა: ხან ნაზი და ვნებიანია, ხან სთხოვდა გაჩერებას. „მას ნამდვილად სურს გაყრა და ჩემთან ერთად ყოფნა, მაგრამ აღიარებს, რომ ეს რთულია, რადგან ის (გულიხმობს თავის დას)ყველაფერს აკონტროლებს. ჩემი და ყოველთვის მეტს შოულობდა და მას ეშინია, რომ სახლს და სხვა ქონებას წაართმევს“, - აღნიშნავს მკითხველი. წერილის საპასუხოდ, ო'გორმანმა მიუთითა, რომ მამაკაცი არ აპირებს ცოლის მიტოვებას, რადგან ის კომფორტს უქმნის, მაგრამ მას ასევე მოსწონს ავანტიურული რომანი ცოლის დასთან. „მთელი მისი ქცევა ნაკარნახევია ქედმაღლობითა და ეგოიზმით. ის დროდადრო მცირე ყურადღებას გითმობს, რათა დაიკმაყოფილოს სექსუალური მადა და დაგამშვიდოს. შემდეგ ის უკან იხევს, რათა დაიცვას თავისი ქორწინება და ის, რასაც შენი და აძლევს მას, ”- თქვა ო’გორმანმა. ექსპერტი მიიჩნევს, რომ ქალმა რაც შეიძლება მალე უნდა დაასრულოს ეს რომანი, რადგან ეს საფრთხეს უქმნის მის ურთიერთობას დასთან და მთელი ოჯახის კეთილდღეობას. გარდა ამისა, განაგრძო ო'გორმანმა, ის ცეცხლთან თამაშობს და ასეთი ურთიერთობა უპირველეს ყოვლისა ზიანს აყენებს თავად მის რეპუტაციას. 262 2-ს მოსწონს
|