x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
საოცარი ფაქტები კატების შესახებ, რომელიც შეიძლება არ იცოდეთ

მსოფლიო, პირობითად, შეგვიძლია ორ ნაწილად გავყოთ — ძაღლების და კატების მოყვარულებად. ეს უკანასკნელები კი იმიტომ უყვართ, რომ ძალიან ჭკვიანები, ფუმფულები, მომხიბვლელები და იდუმალებით მოცული არსებები არიან.

აქ კატების შესახებ, საინტერესო ფაქტებს წარმოგიდგენთ, რომელიც შეიძლება არ იცოდეთ:


image


კატის ხშირი ლოკვა, მხოლოდ მისი სისუფთავის მოყვარულობით არ აიხსნება. საქმე იმაშია, რომ ასეთი მოქმედებით, კატა ბეწვიდან მისთვის საჭირო რაოდენობის ნივთიერებებს იღებს, რომელიც B ვიტამინს შეიცავს, რაც მისი ფსიქიკური ბალანსის შენარჩუნებისთვის აუცილებელია. კატას თუ ლოკვის საშუალებას არ მივცემთ, ის ნერვიული გახდება და შეიძლება, სტრესისგან დაიღუპოს კიდეც.


კატას არ გააჩნია სიტკბოს შეგრძნების რეცეპტორები.


კატის ტვინი ადამიანის ტვინის მსგავსია. მის ემოციებზე იგივე უბნები აგებს პასუხს, რაც ჩვენს შემთხვევაში.


კატები ადამიანებს იმიტომ ეხახუნებიან, რომ მათ, როგორც საკუთარ ტერიტორიას ნიშნავენ.


კატები პატრონის ინსულტის და ინფარქტის შესაძლო რისკს მესამედით ამცირებენ.


ძირითადად, კატის სოციალური IQ უფრო დაბალია, ვიდრე ძაღლის. მაგრამ, ისინი უფრო რთულ კოგნიტურ დავალებებს ასრულებენ, როდესაც ამის ინტერესი თავადაც აქვთ.


კატა სიცოცხლის 70% ძილში ატარებს.


კატას, ხშირ შემთხვევაში, ლაქტოზის აუტანლობა აქვს და ამიტომ, რძეს ნუ მისცემთ!


კატებისთვის არც უმი თევზია სასარგებლო.


კატის კრუტუნი, შეიძლება, თვითმკურნალობის ან სიამოვნების ნიშანი იყოს.


არსებობს კავშირი კატის კრუტუნსა და ძვლის შეხორცებას და კუნთის აღდგენას შორის – ის შეხორცებას აჩქარებს.


კატას 100-მდე განსხვავებული ხმის გამოცემა შეუძლია. ძაღლს — მხოლოდ 10–ის.


კატებს თავისი ტრადიციული «მიაუს» შეცვლა და ადამიანებით მანიპულირება შეუძლიათ. ყურადღების მისაქცევად და საჭმლის სათხოვნელად, ისინი ხშირად, ბავშვის ტირილის იმიტირებას მიმართავენ.


კატის ყურის მოძრაობაზე, 20 კუნთია პასუხისმგებელი.


ყველაზე დიდი კატა — მეინ-კუნია. ამ ჯიშის კატის სიგრძე, შეიძლება, 1 მეტრამდე იყოს, ხოლო წონა — 6-9 კგ. ასეთი შთამბეჭდავი პარამეტრების მიუხედავად, ისინი ძალიან მოსიყვარულე და თვინიერი არსებები არიან.


ამჟამად, მსოფლიოში 500 მილიონამდე სახლის კატა ცხოვრობს. მათ შორის, ყველაზე მეტი, ერთ სულ მოსახლეზე — ავსტრალიაშია: იქ ყოველ 10 კაცზე, 9 კატა მოდის.


კატის მფლობელთა 1/3 თვლის, რომ ცხოველს მათი აზრების წაკითხვა შეუძლია.


კატა სახელად დასტი რეკორდების წიგნში მოხვდა, რადგან სიცოცხლის მან 420 კნუტი გააჩინა.


ზრდასრულ კატას 30 კბილი აქვს. კნუტს — 26, რომელსაც 6 თვის ასაკიდან იცვლის.


15 წლის მანძილზე ქ. ტალკიტნის (ალასკის შტატი, აშშ) მერი წითური კატა, სახელად სტაბსი იყო. მისმა პატრონმა კატა მერობის კანდიდატად, ხუმრობით დაარეგისტრირა. მაგრამ, იმის გამო, რომ მოსახლეობას (სულ 900 კაცი) არცერთი კანდიდატი არ მოსწონდა, ყველამ კატას მისცა ხმა. თავიდან არჩევნების შედეგი სხვა კანდიდატებისთვის მიუღებელი იყო, მაგრამ შემდეგ, შეთანხმდნენ და ტურისტების მიზიდვის მიზნით, კატა თანამდებობაზე დატოვეს... და უფრო მეტიც, მომდევნო არჩევნებზე, ხელახლა აირჩიეს.


«კონკიას» იტალიური ვერსიის ორიგინალში, გოგონას ნათლია, კატა არის.


შოტლანდიაში კატას, სახელად ტაუზერს, ძეგლი დაუდგეს, რადგან მან, თითქმის, 30 ათასი თაგვი დაიჭირა.


შუა საუკუნეების ევროპაში, კატა შავ მაგიასთან ასოცირდებოდა და წმინდა იოანეს დღეს, მათ კოცონზე წვავდნენ.


ჩრდ. ამერიკის და ევროპის ბევრ ქვეყანაში, შავი კატა ცუდი ნიშანია, ხოლო დიდ ბრიტანეთში და ავსტრალიაში, პირიქით – იღბალს ნიშნავს.


თუ კატა თავის კუკებს ქვიშას არ აყრის, ე. ი. მას თქვენი არ ეშინია.


კატას როგორც კი ხელს გაუშვებთ, მაშინვე ლოკვას იწყებს, რომ თქვენი სუნი მოიცილოს.


ერთ-ერთი ლეგენდის მიხედვით, კატა მაშინ შეიქმნა, როდესაც ნოეს კიდობანზე მყოფმა ლომმა დააცემინა... და სწორედ მაშინ, მის პირიდან 2 კნუტი გადმოვარდა.


ძველ ეგვიპტეში, როდესაც სახლში კატა კვდებოდა, ოჯახის წევრები, გლოვის ნიშნად, წარბებს იპარსავდნენ.


კატის ულვაში, მისი სხეულის უმნიშვნელოვანესი ნაწილია. მისი მეშვეობით ცხოველი არკვევს, შეძლებს, თუ არა, ამა თუ იმ ხვრელში შეძრომას – ულვაშის სიგრძე, თავის და სხეულის სიგანეს ემთხვევა და კატამ ამის შესახებ იცის.


კატას თუ სცხელა, ოფლი მხოლოდ თათების ბალიშებიდან გამოსდის.


ნაყარებს შორის, ყველაზე მრავალრიცხოვანი 19 კნუტი იყო, რომლიდანაც 15 გადარჩა.


კატას, სახლში მისასვლელად, დიდი მანძილის გავლა შეუძლია.


მსოფლიოში არსებობენ კატები, რომლებიც 200 მეტრზე მაღალი სიმაღლიდან გადმოვარდნენ და გადარჩნენ. მაგრამ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ კატა, ნებისმიერი სიმაღლიდან გადმოვარდნის შემთხვევაში, გადარჩება. უფრო მეტიც, შეიძლება გადარჩეს მე-9 სართულიდან გადმოვარდნის შემთხვევაში, მაგრამ II-IV სართულიდან გადმოვარდნისას, დაიღუპოს. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, აქვს თუ არა მას, მიწაზე დასახტომად, მომზადების დრო და რამდენად არის ამისთვის მობილიზებული.


კატას ათასჯერ მეტი ინფორმაციის შენახვა შეუძლია, ვიდრე iPad-ს.


კატის კარის (დიდი ზომის ნახვრეტი, გასასვლელ კარში) გამოგონებას ი. ნიუტონს აწერენ და როგორც ამბობენ, მეცნიერმა თავის კარს, ერთის ნაცვლად, ორი ნახვრეტი გაუკეთა: ერთი დიდი – კატისთვის, ხოლო მეორე, შედარებით პატარა, – კნუტისთვის.


სამეცნიერო ხარისხის მფლობელების უმრავლესობა (ძაღლის პატრონებზე, 17 %-ით მეტი) კატის პატრონი არის.


ითვლება, რომ კატის მფლობელი მამაკაცი, პირად ცხოვრებაში, უფრო ბედნიერია, ვიდრე ძაღლის მფლობელ, ან ის, ვისაც ცხოველი არ ჰყავს.


image

სხვა სიახლეები:


* და მაინც, რამდენი წელია რაც კაცობრიობა არსებობს?

* რა მოხდება, ჩვენმა ტვინმა 100%-ით რომ იმუშაოს?

* სამზარეულოს უმარტივესი ხრიკები, რომლებიც ყველამ უნდა იცოდეს

* ღვიძლის გაწმენდა თაფლის საშუალებით მარტივად და ეფექტურად



0
595
1-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
595
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0