x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134467
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508531
ჩინეთში ელექტრო თვითმფრინავის ცდიან
image

ჩინეთში განხორციელდა ქვეყანაში წარმოებული პირველი ელექტრო თვითმფრინავის ფრენის ტესტირება.


ჩინურმა კომპანია China Aviation Industry General Aircraft -მა ჩაატარა ეროვნული წარმოების ელექტრო თვითმფრინავის პირველი ფრენის ტესტირება. ამის შესახებ სააგენტო Xinhua -ზე დაყრდნობით გამოცემა Newsgd.com იტყობინება.


სააგენტოს ცნობით, ორადგილიანი AG60E-ის ტესტები აღმოსავლეთ პროვინციაში, ჩჟეძიანში ჩატარდა. დაზუსტებულია, რომ თვითმფრინავი არის ერთძრავიანი სპორტული AG60-ის მოდიფიცირებული ვერსია.



ახალი საფრენი აპარატის სიგრძე 6, 9 მეტრს აღწევს, მისი ფრთების სიგრძე 8, 6 მეტრIა. მას შეუძლია მიაღწიოს სიჩქარეს საათში 185 კილომეტრამდე. კონსტრუქტორების თქმით, ჩინური პროექტი ელექტრო თვითმფრინავების წარმოებაზე, სტიმული იქნება სტრატეგიული ინდუსტრიის განვითარებაზე, რომელიც ორიენტირებულია დაბალ სიმაღლეზე ფრენების პოპულარიზაციისთვის.


2021 წლის შემოდგომაზე Tesla-სა და SpaceX-ის ხელმძღვანელმა ილონ მასკმა ისაუბრა ზებგერითი ელექტრო თვითმფრინავის შექმნის სურვილზე. თუმცა, მეწარმემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ იმ დროს მან ვერ შეძლო ამ პროექტის განვითარებისთვის დრო გამოენახა.


ორიოდე თვის წინ ვწერდით, ჩინურ კომპანია EHang-ზე, რომელმაც მფრინავი უპილოტო ტაქსით კომერციული გადაზიდვები დაიწყო;

0
101
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
101
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0