ტექნოლოგიური სიახლეები ჩინეთში უპილოტო საჰაერო ტაქსები ახლა უკვე ოფიციალურად იფრენენ 2023, 23 ოქტომბერი, 17:20 ![]() საფრენოსნო ტესტები 2017 წლიდან მიმდინარეობდა და ამ ხნის განმავლობაში მათ 4 ათასი საცდელი ფრენა განახორციელეს. ტაქსი იტევს ორ მგზავრს და შეუძლია განავითაროს 130 კმ/სთ-მდე სიჩქარე და იფრინოს ერთ დამუხტვაზე 30 კმ მანძილი.. შესანიშნავი გამოსავალია საცობების თავიდან ასაცილებლად! Guangzhou EHang Intelligent Technology Company Limited ან EHang Holdings Limited, შემოკლებით EHang (ჩინურად: 亿航智能) არის ჩინური თვითმფრინავების მწარმოებელი კერძო კომპანია, რომელიც სპეციალიზირებულია უპილოტო საფრენი აპარატების შემუშავებაზე, ეს არის სამგზავრო, სატვირთო, ასევე ხანძარსაწინააღმდეგო და სათვალთვალო მიზნებისათვის. კომპანია 2014 წელს დაარსდა, შტაბ-ბინა მდებარეობს გუანჯოუში, ხოლო ძირითადი საწარმოო ობიექტები არის იუნფუში. ![]() 2018 წლის ნოემბერში EHang-მა გადაწყვიტა ლიონში კვლევითი ცენტრის აშენება და ასევე ხელი მოაწერა თანამშრომლობის ხელშეკრულებას ავსტრიულ ავიაკოსმოსურ ჯგუფთან FACC. 2020 წლის მარტისთვის, EHang-მა პარტნიორული ხელშეკრულება გააფორმა ქალაქებთა გუანჯოუსთან, ლინცთან, სევილიასა და ლირიასთან, რათა განავითაროს ურბანული საჰაერო საპილოტე პროგრამები. 2021 წლის თებერვალში კომპანიას ბრალი დასდეს თაღლითობაში, რის შემდეგაც EHang-ის აქციები 63%-ით დაეცა. 2021 წლის ივნისში კომპანიამ იაპონიაში უპილოტო საჰაერო ტაქსის საცდელი ფრენა განახორციელა. 2023 წლის თებერვალში, ისევ იაპონიაში, აეროტაქსი უკვე მგზავრებითურთ გაფრინდა. 234 2-ს მოსწონს
|