
ჰოლანდიური ავიაკომპანია KLM მუშაობს სრულიად ახალი დიზაინის თვითმფრინავზე, რომელმაც შესაძლოა მთლიანად შეცვალოს ავიატრანსპორტის ფორმა და კომპონენტები.
ახალ ლაინერს Flying-V -ს ფრთების სიგანე ისეთივე აქვს, როგორც ჩვეულებრივ თანამედროვე თვითმფრინავებს, თუმცა ბორტზე 314 მგზავრს დაიტევს.

საჰაერო ხომალდს დაარქვეს Gibson Flying-V-ლეგენდარული გიტარის სახელი, რომელიც 1958 წლიდან გამოდის, მასზე უკრავდნენ ისეთი ლეგენდარული გიტარისტები, როგორებიცაა ალბერტ კინგი, ჯიმი ჰენდრიქსი, კიტ რიჩარდსი, მაიკლ შენკერი "სკორპიონიდან" და სხვები.

ხომალდს ტურბოძრავები უკანა ნაწილში ექნება.ინჟინრები ამტკიცებენ, რომ მსგავსი უნიკალური კონფიგურაცია საწვავის 20%-იან ეკონომიას მოგვცემს. რაც შეეხება მგზავრებს, ისინი განლაგდენიან ხომალდის ფრთებზე, აქვე იქნება საბარგო განყოფილება, საწვავის ავზი და სხვა ინფრასტრუქტურა.
