სხვა პედოფილია და გარყვნილება ავადსახსენებელ კუნძულზე-ახალი დეტალები სკანდალურ საქმეზე,სადაც ცნობილი პირები ფიგურირებენ 5 იანვარი, 14:24 ![]() Guardian-ი განმარტავს, რომ იქ ცნობილ ადამიანებს ხშირად ხვდებოდნენ. სასახლეს მაიკლ ჯექსონიც და დევიდ კოპერფილდიც სტუმრობდნენ, ეს უკანასკნელი სტუმრებს ფოკუსებით ართობდა. ჯოანა სიუბერგის, ეპშტეინის ერთ-ერთი მსხვერპლის თქმით, იგი ერთხელ ესაუბრა ილუზიონისტს, შემდეგ კი ჰკითხა, იცოდა თუ არა, რომ აქაურ გოგოებს უხდიან იმისთვის, რათა ვნებები აღუძრან სტუმრებს. სიუბერგი ასევე ამბობს, რომ ეპშტეინმა კლინტონიც მოიხსენია და აღნიშნა, რომ მას უფრო პატარა გოგონები მოსწონდა. სიუბერგი ეპშტეინთან საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში, 2001 წლიდან 2006 წლამდე იყო, ამიტომ მან იცოდა მისი პატრონის ბიზნესის შესახებ მრავალი დეტალი.ასეულ სტუმრებს შორის იყვნენ ცნობილი ადამიანები, ბიზნესმენები, პოლიტიკოსები, მუსიკოსები, მსახიობები, სტუმრებს შორის იყო ასტროფიზიკოსი სტივენ ჰოკინგიც კი. ჯეფრი ეპშტეინი- ცნობილი ამერიკელი ფინანსისტი იყო, თუმცა უფრო ცნობილი, როგორც სექსუალური დამნაშავე. ის არაერთხელ დააკავეს არასრულწლოვანთა მონაწილეობით პროსტიტუციის ორგანიზებისთვის, ასევე 14 წლამდე მოზარდ გოგოებთან სექსუალური ურთიერთობისთვის. ეპშტეინი ცნობილი ადამიანებისთვის სექს-სერვისების და ვიდეოჩანაწერების ორგანიზებაში იყო ეჭვმიტანილი, რომელშიც არასრულწლოვანი ბავშვები მონაწილეობდნენ. ეპშტეინი მდიდარი იყო, ამიტომ მან მოახერხა სასჯელისგან თავის დაღწევა. 2008 წელს ფინანსისტს პროსტიტუციის ორგანიზებისთვის 18 თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს, მაგრამ ის კომფორტულად იჯდა პალმ ბიჩის ციხის კერძო საკანში. სხვა საკითხებთან ერთად, მას დართეს ნება, კვირაში 6 დღე ემუშავა ქალაქის ცენტრში. 15 თვიანი კომფორტული პატიმრობის შემდეგ, ეპშტეინი პირობითად გაათავისუფლეს, რადგან... ფინანსისტმა, გარიგების საფუძველზე, ძალადობის მსხვერპლ 36 გოგონას გადაუხადა სოლიდური თანხები (50 000-დან 1 მილიონ დოლარამდე). ![]() ![]() 569 2-ს მოსწონს
|