x
მეტი
  • 01.03.2024
  • სტატია:133592
  • ვიდეო:355448
  • სურათი:507980
ამერიკაში წლის საუკეთესო ავტომობილები დაასახელეს
ამერიკის შეერთებულ შტატებში დაასახელეს პრემია North American Car, Truck and Utility Vehicle of the Year 2024 (NACTOY) გამარჯვებულები.


კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 50-მა საავტომობილო ჟურნალისტმა, რომლებიც წარმოადგენდნენ ჩრდილოეთ ამერიკის პრესას, ონლაინ გამოცემებს, სატელევიზიო არხებს და რადიოსადგურებს. კონკურსი რამდენიმე ეტაპად ჩატარდა. ზაფხულში 52 ორედენტენტის სია შედგა. სექტემბერში, დეტროიტის ავტო შოუზე მათი რაოდენობა 25-მდე შემცირდა. ნოემბერში კი ცხრა ფინალისტი გამოვლინდა.


NACTOY წლის ავტომობილი გახდა Toyota Prius/Prius Prime ჰეჩბეკი, რომელმაც 192 ქულა დააგროვა. ჟიურიმ აღნიშნა ხუთკარიანის ელეგანტური გარეგნობა, ტრადიციულად საწვავის დაბალი მოხმარება და ელექტროძრავის ღირსეული დიაპაზონი, რომელიც Prius Prime plug-in ჰიბრიდისთვის 64 კილომეტრს აჭარბებს.გამარჯვებულს სულ მირედით ჩამორჩა ორი სხვა პრეტენდენტი: Honda Accord და Hyundai Ioniq 6.

image


ნომინაციაში Truck of the Year“ სადაც მხოლოდ პიკაპები იყო წარმოდგენილი, პირველი ადგილი დაიკავა მონსტრმა-Ford Super Duty-მ, რომელსაც ჟიურიმ 189 ქულა მიანიჭა., პიკაპი ერთნაირად კარგად ეფექტურია სამშენებლო მოედნებსა და ძვირადღირებული კემპერების ბუქსირების დროს. ფინალისტთა სამეულში ასევე მოხვდნენ Chevrolet Colorado და Chevrolet Silverado EV.

image


და ბოლოს Utility Vehicle of the Year ანუ „წლის კროსოვერი“ გახდა Kia EV9 (320 ქულა). საინტერესოა, რომ ამ კატეგორიაში გამარჯვებისთვის მხოლოდ კორეული მოდელები იბრძოდნენ, მათ შორის Genesis Electrified GV70 და Hyundai Kona/Kona EV. მაგრამ EV9-ს, პირველ რიგში, აქვს სავარძლების სამი რიგი; მეორე, კონკურენტებზე ნაკლები ღირს; მესამე, ის მალე მოხვდება Kia-ს ამერიკული ქარხნის კონვეირზე, რომელიც ვესტ პოინტში, (შტატი ჯორჯია) მდებარეობს.

image


image

სხვა ავტოსიახლეების სანახავად დააწექით ავტომობილის გიფს

1
274
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
274
  
25 იანვარი, 22:19
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სექსის გაცნობის საუკეთესო საიტზე --- www.Sexy18.pw
0 1 1