x
მეტი
  • 28.04.2024
  • სტატია:134564
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508622
ინდოეთში ქალმა კაცი გაიტაცა და გააუპატიურა, თან მისგან 10 მილიონი რუპია მოითხოვა

image

ინდოეთში თავდამსხმელებმა გადაიღეს მამაკაცის სექსუალური შინაარსის ვიდეო და დუმილისთვის მისგან 10 მილიონი რუპია (დაახლოებით 300 000 ლარი) მოითხოვეს. ინფორმაციას News9Live ავრცელებს.




დაზარალებული კერძო სკოლის მფლობელია. დეკემბრის დასაწყისში ის დაპატიჟეს ქორწილში ქალაქ ჯოდპურში (შტატი რაჯასტანი). იქ გაიცნო ქალი, სახელად ანიტა ბიშნოი, რომელმაც მამაკაცი თავის სახლში დაპატიჟა.ეს ხაფანგი აღმოჩნდა: ის და მისი თანამზრახველი მას თავს დაესხნენ და სცემეს.


ამის შემდეგ დამნაშავეებმა მამაკაცი გააშიშვლეს, რის შემდეგაც ბიშნოიმ მასზე სექსუალური აქტი ჩაიდინა. ეს ყველაფერი კი ვიდეოზე გადაიღეს. კერძოდ, ქალი აიძულებდა დაზარალებულს კამერის წინ ეთქვა, რომ უყვარდა და მასთან სახლში საკუთარი ნებით მივიდა.



შემდეგ დამნაშავეებმა მსხვერპლი მანქანაში ჩასვეს და სხვა რაიონში გადაიყვანეს, თან მისგან 10 მილიონი რუპია მოითხოვეს და დაემუქრნენ, რომ უარის თქმის შემთხვევაში მათ მიერ გადაღებულ ვიდეოს ინტერნეტში გამოაქვეყნებდნენ. ამის შემდეგ ინდოელი გაათავისუფლეს.

პოლიციაში განცხადება დაზარალებულის ძმამ შეიტანა. მალე ბიშნოი და მისი თანამზრახველი დააკავეს. მათი სახლის ჩხრეკისას ნარკოტიკული საშუალება ოპიუმი აღმოაჩინეს. გამოძიება გრძელდება.


რამდენიმე დღის წინ იგივე გამოცემა წერდა ინდოელ ქალზე, რომელსაც ოთხი ქმარი ჰყავდა ერთდროულად ისე, რომ ქმრებმა არ იცოდნენ ერთმანეთის შესახებ.

0
725
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
725
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0