პროფილაქტიკა 7 პროდუქტი, რომლებიც ტვინის მუშაობას აფერხებს 2024, 15 თებერვალი, 12:40 ეჭვგარეშეა, რომ ტვინი ჩვენი სხეულის ყველაზე მნიშვნელოვანი ორგანოა. ის პასუხისმგებელია გულისცემაზე, ფილტვების ფუნქციონირებაზე და ჩვენს ორგანიზმში არსებულ ყველა სისტემაზე. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ტვინი სწორად მუშაობდეს.
ყველამ ვიცით, რომ თხილი, თევზი, ბროკოლი და მოცვი კარგია ტვინისთვის. მაგრამ არის საკვები, რომელიც უარყოფითად მოქმედებს მასზე, რაც შეიძლება გამოვლინდეს სხვადასხვა გზით: გონებრივი აქტივობის დაქვეითებით, მეხსიერების დაქვეითებით და შეძენილი დემენციითაც კი, ასევე ადრე შეძენილი ცოდნისა და პრაქტიკული უნარების დაკარგვით. ![]() საბედნიეროდ, ამის თავიდან აცილება შესაძლებელია, თუ უსარგებლო საკვებს ახლავე გადაყრით და აღარასდროს იყიდით მათ. 7 პროდუქტი, რომელიც აფერხებს ტვინის მუშაობას1. ტრანს-ცხიმები. ![]() კვლევებმა აჩვენა, რომ ადამიანებს, რომლებიც მოიხმარენ დიდი რაოდენობით ტრანს ცხიმებს, აქვთ მიდრეკილება ალცჰეიმერის დაავადებისადმი, ცუდი მეხსიერება და შემცირებული კოგნიტური უნარები. ჯანსაღი ცხიმები გვხვდება თხილში, ავოკადოში და ორაგულში. 2. ტკბილი სასმელები. ![]() დადასტურებულია, რომ შაქრის შემცველი საკვები იწვევს ტვინის ანთებას და აუარესებს მეხსიერებას. ტვინის და წონის კონტროლის მიზნით, შეცვალეთ შაქრიანი სასმელები ნატურალურით – დალიეთ უშაქრო ჩაი, ხელნაკეთი ლიმონათები და უშაქრო ხილის სასმელები, მინერალური წყალი. 3. რაფინირებული ნახშირწყლები. ![]() პროდუქტის მაღალი გლიკემიური ინდექსი ნიშნავს, რომ საკვები სწრაფად შეიწოვება და აითვისება ორგანიზმის მიერ, მაგრამ ამ დროს იზრდება სისხლში შაქრისა და ინსულინის დონე. ასეთი საკვების სისტემატური მოხმარება ხელს უწყობს ტვინის დისფუნქციას. კვლევამ აჩვენა, რომ ბავშვებსა და მოზარდებს, რომლებიც მოიხმარდნენ დიდი რაოდენობით რაფინირებულ ნახშირწყლებს, გაუუარესდათ მეხსიერბა და აჩვენებს დაბალი ქულები შედეგად. 4. მაღალ დამუშავებული საკვები. ![]() ასეთი საკვები უბრალოდ შეიცავს კალორიების უზარმაზარ რაოდენობას და იწვევს სიმსუქნეს - ვისცერული ცხიმის მატებას ტვინის ქსოვილის დაზიანება მოყვება, აგრეთვე მეტაბოლიზმის დაქვეითება და იზრდება ალცჰეიმერის დაავადების რისკი. 5. ალკოჰოლი. ![]() ალკოჰოლის დალევა გავლენას ახდენს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე და შეიძლება გამოიწვიოს ცუდი კოორდინაცია. გარდა ამისა, ქრონიკული მოხმარება იწვევს გაუწყლოებას, სისხლი სქელდება და შინაგანი ორგანოების უმეტესობაზე დატვირთვა უფრო შესამჩნევი ხდება. გული იტვირთება და წნეხის ქვეშ მუშაობს. 6. ვერცხლისწყლის შემცველი თევზეული. ![]() ვერცხლისწყლის უმეტესობა გროვდება მტაცებელ თევზებში, რომლებიც დიდხანს ცოცხლობენ, რადგან სიცოცხლის განმავლობაში ისინი ჭამენ ბევრ პატარა თევზს ვერცხლისწყლის დაბალი კონცენტრაციით. სიცოცხლის განმავლობაში ასეთი თევზი აგროვებს ვერცხლისწყლის კონცენტრაციას, რომელიც მილიონჯერ აღემატება ოკეანის დაბინძურების დონეს. ასე რომ, მოერიდეთ ტუნას, ხმალთევზას, ატლანტის დიდთავას, სამეფო სკუმბრიას და ზვიგენს, რათა თავიდან აიცილოთ ტვინის ნეიროტრანსმიტერების დაზიანება. 7. ასპარტამი. ![]() ასპარტამი ხშირად იწვევს სტრესს და ნერვიულობას. ჩატარდა კვლევა - ყველა სუბიექტს, ვინც მონაწილეობდა მასში, ეს პროდუქტი ყოველდღე უნდა მიეღო. შედეგებმა ყველა გააკვირვა: ტესტის ბოლოს ადამიანები უკიდურესად გაღიზიანებულები იყვნენ, მათი შრომისუნარიანობა და პროდუქტიულობა შემცირდა და ბევრი დეპრესიაშიც კი ჩავარდა. 129 3-ს მოსწონს
|