x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512068
უკრაინაში დაიღუპა რუსი მანიაკი პაველ შუვალოვი, რომელიც 24 წლიან სასჯელს იხდიდა მკაცრი რეჟიმის ციხეში, სანამ "ვაგნერში" გადაიბირებდნენ
image
რუსულ ინტერნეტ რესურსებზე ნამდვილი ზეიმი იყო უკრაინაში პაველ შუვალოვის დაღუპვის გამო.


55 წლის პაველ შუვალოვი ცნობილი იყო, როგორც "ტულუნელი მანიაკი". შუვალოვს დიდხანს ეძებდნენ რუსი სამართალდამცველები ქალების გაუპატიურებისა და მკვლელობების გამო.


შუვალოვი ირკუტსკის ოლქში "მოღვაწეობდა", ბოროტმოქმედი ძალიან გამჭრიახი გონების გახლდათ რისი წყალობითაც დიდხანს ვერ მოხერხდა მისი დაკავება. დაკავების შემდეგაც ძალიან ბევრი ფაქტი ვერ დაუმტკიცეს, რადგან შუვალოვი "საქმეზე" მყარი ალიბის გარეშე არ მიდიოდა, სასამართლოზე კი უამრავი ადამიანი ამტკიცებდა, რომ შუვალოვისთვის წარდგენილი ბრალდების რამდენიმე ფაქტის დღეს ის მათთან იმყოფებოდა და ფიზიკურად ვერ ჩაიდენდა დანაშაულს.


მიუხედავად ამისა სამართალდამცველებმა მანიაკს მაინც დაუმტკიცეს 27 გაუპატიურების ფაქტი, აქედან ყველაზე ასაკოვანი ქალი 55 წლის იყო, ყველაზე პატარა კი 13 წლის გოგონა გახლდათ. მანიაკის მიერ გაუპატიურებულებიდან 5 არასრულწლოვანი იყო. გარდა ამისა შუვალოვს დაუმტკიცდა ორი ქალისა და გოგონას მკვლელობა, როგორც აღმოჩნდა მოკლულები ყოფილი და მოქმედი სპორცმენები იყვნენ და შუვალოვმა ვერ შესძლო მათი დამორჩილება, რის გამოც ორივე დანით მოკლა.



შუვალოვისთვის პატიმრობის სახით პროკურორმა სამუდამო პატიმრობა მოითხოვა, მაგრამ სასამართლომ მას 24 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა მკაცრი რეჟიმის ციხეში, სადაც სამარტოო საკანში იხდიდა სასჯელს.


უკრაინაში რუსული აგრესიიდან მალე, კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერის" დამფუძნებელმა პრიგოჟინმა ციხის კონტიგენტიდან შეარჩია თავისი კომპანიისათვის კანდიდატები, რომელთა შორის მოხვდა პაველ შუვალოვი.


შუვალოვს მისივე თანამებრძოლები ვერ იტანდნენ, საუბარია "ზეკ" მებრძოლებზე. მოგეხსენებათ მანიაკობა უპატიებელი ცოდვაა საზოგადოებაში და მსგავსი კონტიგენტი თუ სამარტოო საკანში არაა მოთავსებული, როგორც წესი დიდხანს ვერ ცოცხლობენ, მას ან "შტირავენ" ან გუდავენ.

ასეა თუ ისე მანიაკი პაველ შუვალოვი უკრაინაში "გააგორეს", რასაც რუსების სიხარულით აღსავსე კომენტარები მოჰყვა რუსულ ინტერნეტ რესურსებზე.


0
449
5-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
449