x
image
Guns N Roses
"მე მრცხვენია"

imageპირველ ოქტომბერს ზუგდიდში ჩატარებულ არჩევნებში გაიმარჯვა როლანდ ახალაიამ. ეს ფაქტი უყურადღებოდ არც დეკანოზ გიორგი ჯგუშიამ დატოვა. იგი უკმაყოფილოა არჩევნების შედეგებით. მოძღვარმა წერილი "ლაივპრესს" გადასცა, სადაც ის მიმართავს, ქალაქის მოსახლეობას, რომელთაც მხარი სწორედ "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" დაუჭირეს.
"მე მრცხვენია" - ასე მიმართა დეკანოზ გიორგი ჯგუშიამ ზუგდიდელებს.

"ჩემო ძვირფასო ზუგდიდელებო, შემაწუხა სათქმელმა და თავი შემახსენა ცნობილმა აფორიზმმა: "ზოგჯერ თქმა სჯობს არათქმასა, ზოგჯერ თქმითაც დაშავდების", სინდისმა ასე მიკარნახა, - თქმა სჯობს. ამით მეც გავთავისუფლდები დაგუბებული ნაღველისაგან და ალბათ ბევრი თქვენგანიც გამოუტყდება საკუთარ თავს იმ არჩევანის სიცრუესა და უკეთურებაში, რაც ჩვენმა ქალაქმა და, ალბათ, მთლიანად კუთხემ გააკეთა. ვგულისხმობ იმას, რომ ჩვენ ალბათ შიშით ან სხვა მიზეზით გადავდგით ნაბიჯი და გავაკეთეთ სამარცხვინო არჩევანი. არჩევანი სიკეთესა და ბოროტებას შორის, არჩევანი ღირსებასა და უღირსებას შორის, არჩევანი სიმართლესა და სიცრუეს შორის.
იმ ცნობილი საშინელი კადრების შემდეგ გავრცელდა ჭორი, თითქოს როლანდ ახალაიამ კანდიდატურა მოხსნა. ნეტავ მართლაც ასე ყოფილიყო. ეს ბატონიც გადარჩებოდა ღირსების შელახვას და ზუგდიდელებსაც აგვაცილებდა ამ საშინელ სიცრუესა და ფარისევლობას. სამეგრელოში ხომ თითქმის ყოველ მეოთხე-მეხუთე ოჯახს ჰყავს ახლობელი პატიმარი. ეს კი უმეტესწილად ამ პიროვნების სინდისზეა. ბევრი მისი პირადი პატიმარია!!! ყველა დამნაშავე უნდა დაისაჯოს, ეს სახელმწიფოს მოვალეობაა. მსუბუქად რომ ვთქვა, ყველაფერი პატიოსნად რომ არ იყო, ყველამ კარგად ვუწყით.

იმ ხალხში, ვინც ბატონი როლანდის წინასაარჩევნო შეხვედრებს ესწრებოდა და აღფრთოვანებული ტაშს უკრავდა მის გამოსვლებს, ბევრი ნაცნობი სახე ვნახე, როგორც ასაკოვანი ხალხი, ასევე დღეს მოღვაწე პედაგოგები. პატივცემულო მასწავლებლებო, ალბათ სკოლაში რომ ბავშვი რამეს დააშავებს, იცელქებს ან გაკვეთილს არ ისწავლის, თქვენ დატუქსავთ და შენიშვნასაც მისცემთ, მაგრამ ასეთი კადრების შემდეგ თუ გავითვალისწინებთ თქვენს მცდარ არჩევანს, თქვენი აღსაზრდელი რომ შემოგიბრუნდეთ და გითხრათ: რა უფლება გაქვთ ჩვენ ზნეობასა და პატიოსნებაზე გველაპარაკოთო, რა პასუხს გასცემთ მათ? თქვენ ხომ თქვენი სინდისის წინააღმდეგ წახვედით და ამ ყველაფერს გამართლება მოუძებნეთ. დაგვაშინესო, იტყვით ალბათ, მაგრამ, მერწმუნეთ მათაც ექნებათ პასუხი, და ეს პასუხი არ იქნება თქვენთვის სასიამოვნო.

ამ წერილს არჩევნების შემდეგ ვწერ, იმიტომ რომ არავინ თქვას, სასულიერო პირები პროპაგანდას ეწევიანო. ჩემი მიზანი სულ სხვაა, მე მრცხვენია და მინდა თქვენც შეგრცხვეთ და დღეის ამას იქეთ მაინც ყური დაუგდოთ საკუთარი სინდისის ხმას და იქნებ რამენაირად სინანული შეძლოთ. ჭეშმარიტი სინანული კი ყველაფერს განსწმენდს.

ბატონო როლანდ, თქვენც იმავეს გისურვებთ, სინანული მოგმადლოთ ღმერთმა.

ქრისტესმიერი სიყვარულით უღირსი დეკანოზი გიორგი ჯგუშია".

7
1235
14-ს მოსწონს
ავტორი:Guns N Roses
Guns N Roses
1235
  
2013, 29 ოქტომბერი, 22:05
თუ ფული არ გაქვს სანთელს ვერ დაანთებ,არასწორი შეფასებაა :) ეტყობა არ გსმენია იმის შესახებ რომ ტაძარში გულრწფელად ლოცვაა მთავარი და არა ის ვინ რამდენ სანთელს ავანთებთ :)
2012, 18 ოქტომბერი, 16:05
პატივცემულო დეკანოზო ნუ განსჯით და არ განისჯებით მგონი ეს დაგავიწყდათ, ტუ არა და ის განსაჯეტ მამაოები ძვირფასი ჯეეპებიტ რო დადიხარტ და დგეში 50 ლარის საწვავს წვავს, ეკლესიის კარზე კიდე მატხოვრები გიყენიათ, ის განსაჯეთ იაროველები უფასოდ რო გვატენიან ლიტერატურას ტქვენ კიდე სანტელს ფასი დაადეთ და პირდაპირ ეკლესიაში ყიდიტ, თუ ფული არ გაქ სანტელს ვერ დაანთებ, ის განსაჯეტ ქუტაისშიო მოწამეთაში 250 ლარი რო ღირს თიტქოსდა უშვილობის წამალი, თუ მართლა ეგეთი წამალი გაქ შეიძლება ფული გამოარტვა ადამიანს რომელიც მაგისტვის რწმენიტ მოვიდა??? რა შენი საქმე არცევნები და ვიღაცის განსჯა??? ქრისტეს ყველა მცნებას არღვეთ ბიბლიის ყველა მოწოდებას ზედ ახტებიტ და ჭკუას გვარიგებთ,ჯერ საკუტარ თვალში იპოვე დირე და მერე სხვისაში ეძებე ბეწვი, მე ბოლომდე არ ვარ ამ სფეროში განათლებული შეიძლება რარაც არასწორე ვტქვი ციტატა, მარა დანარჩენი რასაც ჩემი თვალიტ ვხედავ ისაა, პატიმრებზე რო შეგტკივატ გული იმ პატიმარს დაზარალებული და გამწარებული რო ყავბს ვირაცა ის რატო არ გახსენდებათ??? კახეტსი მოკლული ბავშვის მკვლელს უფრო გამოუცხადებთ თქვენ სოლიდარობას .... სანთლიაპარებო... ნატვრის ხე მაინც ნახეტ ფილმი ან წიგნი წაიკითხეტ რამე
2012, 17 ოქტომბერი, 18:22
ატომი უშველის საქმეს სხვა არაფერი
2012, 13 ოქტომბერი, 11:49
აბა მეგრელო დამეწერა :) ვისაც ეკუთვნის, იმან მიიღოს და სინდისმაც იმას შეაწუხოს:)
2012, 13 ოქტომბერი, 3:26
დივა მრავლობითში ნუ ლაპარაკობ ძმა..
2012, 11 ოქტომბერი, 19:58
კაი რა მეგრელებო...არ გრცხვენიათ?
2012, 11 ოქტომბერი, 12:27
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 7