x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"ვაიმე, მგონი დავიღუპეთ…"- რას წერს ნინო ჯანგირაშვილი

image


ტელეკომპანია "კავკასიის" დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მესამედ დაბრუნებას სოციალურ ქსელში ეხმურება და წერს:


"ვაიმე, მგონი დაემორჩილა ომის პარტიას, პოლიტიკაში დაბრუნდი და ომში ჩაერთეო რომ უჩიჩინებდნენ. დავიღუპეთ… …ღარიბაშვილის და კობახიძის მრჩევლად დაბრუნდა. რა თავმდაბალი კაცია და როგორ უყვარს სამშობლო. ბელგოროდი გადაიბუგა ფაქტიურად. მგონი ბ–ნ ბიძინას დაბრუნებას ულოცავენ უკრაინელები."- წერს ტელეწამყვანი სოციალურ ქსელში.


შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში მესამედ დაბრუნდა. როგორც დღეს გახდა ცნობილი მმართველი გუნდის ყრილობაზე "ქართული ოცნების" დამფუძნებელი და ყოფილი პრემიერ-მინისტრი პარტიის საპატიო თავმჯდომარედ აირჩიეს. ივანიშვილის თქმით, ის პოლიტიკაში "ქართული ოცნების" შეცდომებისა და ცდუნებების დაზღვევის საჭიროებამ დააბრუნა.







0
343
1-ს არ მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
343