x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
10 ისტორიული ფოტო, რომელსაც სახელმძღვანელოში ვერ ნახავთ

image


რა მაგარია რომ ფოტოაპარატი 1826 წელს (ფოტოგრაფიის ისტორიაში ათვლის წერტილად შეიძლება 1826 წელი ჩაითვალოს, როდესაც ფრანგმა გამომგონებელმა ჯოზეფ ნისეფორ ნიეპსმა პირველად ქიმიურად შეძლო დაეფიქსირებინა სინათლის გამოსახულება ბითუმით დაფარულ თუნუქის ფირფიტაზე, რომელიც მან კამერა ობსკურაში მოათავსა და რომელზედაც რვა საათის განმავლობაში ასახავდა ხედს ფანჯრიდან. "ხედი ფანჯრიდან ლე გრაში" ასე ჰქვია მის 1826 წლით დათარიღებულ ფოტოს, რომელიც მსოფლიოში ჩვენამდე მოღწეულ პირველ ფოტოსურათად ითვლება) გამოიგონეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვერასოდეს ვიხილავდით ბევრ ისეთ ისტორიულ მომენტს, რომელიც მსოფლიოში მოხდა, საოცარია რომ ეს ტექნიკა იმ ქვეყნებისა თუ ადგილების დათვალიერების საშუალებასაც გვაძლევს, სადაც ჩვენ შესაძლოა ვერც ვერასოდეს მოვხვდეთ.


image


ერთი შეხედვით, შეიძლება მოგეჩვენოთ რომ ეს ქალბატონი გიპიურის ბლუზაშია გამოწყობილი, რაც მისი იმიჯისა და ეპოქისთვის სრულიად ორგანული იქნებოდა, თუმცა როცა ფოტოს დეტალურად დააკვირდებით თვალებს არ დაუჯერებთ. ამ ქალბატონის გამბედაობა მართლაც შესაშურია, ჩვენს დროშიც კი ტატუებით მთელი სხეულის მოხატვას ყველა როდი გაბედავს, საერთოდ რომ აღაფერი ვთქვათ 1907 წელზე.


image


საინტერესოა, რას განიცდის პაციენტი, რომელიც ამ დროს საოპერაციო მაგიდაზე წევს, ათობით თვალი კი მისი პირის ღრუსკენაა მიმართული? 1910 წლის ამ ფოტოზე სტომატოლოგიური ოპერაცია ტარდება, რომელსაც თვალს ასობით სტუდენტი ადევნებს.


image


ეს 1940 წლის ომის ფოტოა. ცნობილია, რომ სურათზე აღბეჭდილმა გოგონამ სპეციალური ლასოს დახმარებით ლონდონში დაბომბილი სახლების ნანგრევებიდან 600-ზე მეტი კატის ამოყვანა შეძლო.


image


იცოდით, რომ ლოს-ანჯელესის ცნობილი უბნის წარწერა თავიდან ასე გამოიყურებოდა? თუმცა 1949 წლის ბოლოსთვის მისი ბოლო ასოების დემონტაჟი გადაწყდა.



image


მართალია, ეს ჩაფხუტი საკმაოდ ფუტურისტულად გამოიყურება, რაც მას სამეცნიერო ფანტასტიკური ფილმის რეკვიზიტის იერს ანიჭებს, თუმცა ამ მილებს სრულიად რაციონალური მნიშვნელობა ჰქონდა - ეს გახლავთ საკომუნიკაციო მოწყობილობა, რომელიც მოტოციკლზე მყოფ ადამიანებს ერთმანეთთან კომუნიკაციის საშუალებას აძლევდა. მილები 1960 წელს
იქნა გამოგონილი.


image


გერმანელი მოდელის ჰელგა კინის "ჩაცმულობა" დღესაც კი საკმაოდ თამამად გამოიყურება, რომ არაფერი ვთქვათ 1970-იან წლებზე.


image


მე-19 საუკუნეში ადამიანებს სქოლიოზისგან განკურნებას ამ ფორმით სთავაზობდნენ, ხოლო რამდენად ეფექტური იყო მსგავსი მეთოდი - უცნობია, ისევე როგორც რატომ უწევდა პაციენტს ამ პროცედურის დროს - გაშიშვლება.


image


სახის გამომეტყველების ასეთ ნაკრებს 1920-იან წლებში თავმოყვარე კომიკოსები იყენებდნენ.


image


1987 წელს "Dolce & Gabbana"-ამ ზედმეტად კონცეპტუალური სარეკლამო რგოლი გადაიღო. ეს იყო ერთ-ერთი პირველი რეკლამა 1986 წელს მილანში მათი მაღაზიის გახსნის შემდეგ.


image


ეს გრაფიტის ნიმუში არ გეგონოთ, კვალი ამ გემზე 1945 წელს ე.წ. კამიკაძე - თვითმკვლელმა პილოტმა დატოვა. იაპონური სამხედროების ასეთი ქვედანაყოფები წყნარ ოკეანეში მეორე მსოფლიო ომის დასკვნით ეტაპზე გამოჩნდნენ. მოგვიანებით ამ იაპონურ სიტყვას მფრინავების გარდა, ასევე ყველა თვითმკვლელ ჯარისკაცს უწოდებდნენ.













0
297
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
297