დიეტოლოგია რამდენ კილომეტრად ფასდება ჩვენს მიერ შეჭმული? 8 იანვარი, 9:48 საკვები არის ენერგიის წყარო, ერთგვარი საწვავი ჩვენი ორგანიზმისთვის. როცა უფრო მეტს ვიღებთ ვიდრე ვხარჯავთ, ის გადადის „რეზერვში“ ცხიმის სახით. თითოეული პროდუქტი: ხორცი, კომბოსტო, ღვინო და სხვა, შეიცავს სხვადასხვა რაოდენობის „ენერგიას“. საჭირო ხდება ამ ენერგიის რაოდენობის დათვლა, რისთვისაც შემოღებულია ერთეული, კილოკალორია (1 კილოკალორია - 1000 კალორია). ცალკე ეს სიტყვა არაფრისმთქმელია, ასი კილოკალორია ბევრია თუ ცოტა? გასაგები ენით რომ ვთქვათ, გაუხარჯავი ასი კილოკალორია გარდაიქმნება 11 გრამ ცხიმად.
უნდა გავითვალისწინოთ ასევე ხშირად გაგონილი, “ნივთიერებათა ცვლა”. რას ნიშნავს „ნივთიერებათა ცვლა“ და როგორაა ეს დაკავშირებული წონის მატებასთან? ადამიანის ორგანიზმი, როგორც წესი, თანაბარი რაოდენობით ითვისებს კალორიებს მიღებული პროდუქტიდან. განსხვავება იმაშია, რომ ხალხის ერთი ნაწილის ორგანიზმი გარდაქმნის მიღებულ კალორიებს ცხიმად, ნაწილი კი არ ინახავს და წვავს მას სითბოს გამოსაყოფად. ამ მოვლენას თავისი ფიზიოლოგიური მიზეზები აქვს და დაკავშირებული ფარისებრი ჯირკვლის მუშაობასთან. წონის შენარჩუნება, დაკლება თუ მომატება ენერგეტიკულ ბალანსზეა დამოკიდებული. თუ საკვებით მიღებული ენერგია ჩვენს დანახარჯს აღემატება, წონას მოვიმატებთ, თუ ჩამოუვარდება- დავიკლებთ. ასე რომ, საკვების ენერგეტიკული ღირებულებისა და ჩვენი დანახარჯის გამოთვლა დიეტის აუცილებელი ნაწილია. ამისთვის კი, ბუნებრივია, საზომი ერთეული, ამ შემთხვევაში კალორია გვჭირდება. საინტერესოა, თუ კილომეტრებით შევაფასებთ, ჩვენს მიერ შეჭმული პროდუქტების თუ ტკბილეულის შემდეგ, რამდენი კილომეტრი უნდა გავიაროთ იმისათვის, რომ ორგანიზმის მიერ ათვისებული კალორიები დაიწვას? სწორედ დღევანდელ სტატიაში შეიტყობთ, თუ რომელი პროდუქტი რამდენი კილომეტრის ტოლია. რამდენ კილომეტრად ფასდება ჩვენს მიერ შეჭმული?82 3-ს მოსწონს
|