x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"მგლიჯე ბარემ ერთიანად დამაგუთენტრაკე და დეისვენე"- რას წერს ირინა სარიშვილი

image


პოლიტიკოსი ირინა სარიშვილი სოციალურ ქსელში სახალისო პოსტს ავრცელებს და საკუთარ ფეისბუქმეგობრებს დამდეგ შობა-ახალ წელს ულოცავს:


"ამ წინასაახალწლოდ ჯერ იყო და შიშველი ტერფი ვგლიჯე ტახტს და ნეკით გავიტანე მეორე ბოლოში, მოტეხვას გადავრჩი მაგრამ ვკოჭლობ. მერე სანდროს ცაში ნასროლ ბოტასს არ ვიცი წვიმა მეგონა თუ რა სახე შევუშვირე მომხვდა თვალში და ეხლა რაღაცეებს ვისხამ.


მაინც არ დავნებდი ბედსა და წავედი სალონში მოსაწესრიგებლად, სადაც თავის დაბანის დროს ყურში წყალი ჩამივიდა, თან იმ ყურში, რო არ მესმის და უფუნქციოდ გდია, დემეწყო ანთება. ნეტა კიდე რა უნდა დამემართოსმეთქი და ამ დილით სახლიდან გავედი კბილებით და დავბრუნდი უკბილოდ!


რა ნაწილ-ნაწილ მერჩი უფალო?! სანამ გოზინაყის კეთება დამიწყია, თან ხელი მაქვს დაბუჟებული, ტყუილად რომ არ გავწვალდე, მგლიჯე ბარემ ერთიანად დამაგუთენტრაკე და დეისვენე ❤️

თქვენც გილოცავთ დამდეგს"- ვკითხულობთ ირინა სარიშვილის პოსტში.

0
254
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
254